დე პალმას ვნება:))

ბრაიან დე პალმა გენიოსია, რომლის შემოქმედებაზეც სიმართლე, რომ გითხრათ არასდროს გავგიჟებულვარ და მის ფილმებსაც განსაკუთრებით არ აღუფრთოვანებივარ, მაგრამ რადიკალურად შემეცვალა განწყობა ამ საყვარელი, მოხუცი “ბაბუს” მიმართ, როდესაც მისი უკანასკნელი ნამუშევარი “ვნება” ვნახე.

Image

  სასპენსის მამა და კრიმინალური თრილერის ერთ–ერთი ფუძემდებელი ძალიან საყვარელი მოხუცია, რომელსაც სიმსუქნისგან სიარული უჭირს სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ წითელ ხალიჩაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ხვდა წილად ბედნიერება მიეღო ავტოგრაფი ლეგენდარული რეჟისორისგან. ბრაიან დე პალმა პალაცო დელ სინემაზე ნუმი რიპეისთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც მის უალხეს ფსიქოლოგიურ დრამაში ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ თავად ნუმი ავტოგრაფებს არ არიგებს, თუმცა ხალხთან მაინც მივიდა და ერთ–ერთ თავგადაკლულ ფანს კალამი და ფურცელი გამოართვა მიუტანა ბრაიან დე პალმას და შემდეგ უკვე ავტოგრაფიანი ფურცელი ბედნიერებისგან აცრემლებულ გოგონას გადასცა, რომელიც წითელი ხალიჩის პირველ რიგებში იდგა.Image

თუმცა წითელ ხალიჩაზე უფრო კარგი სანახაობა მაყურებელს დარბაზში ელოდა. ჩემი აზრით ბრაიან დე პალმას ფილმი წელს ვენეციის კინოფესტივალზე ერთ–ერთი საუკეთესო იყო.  ეროტიკა+კრიმინალი+დე პალმას რეჟისურა+არაჩვეულებრივი სამსახიობო ანამბლი და შედეგად ძალიან საინტერესო, მრავალპასაჟიანი ფსიქოლოგიური თრილერი. ფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით მარტივია სამსახური, დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ჭკვიან თანამშრომელს იდეები მოპაროს, ირეარქიული საფეხურები, სადაც დამსაქმებელი ცდილობს მის ზემმდგომ დამსაქმებელს თავი წართმეული იდეებით მოაწონოს. სმარტფონების სამყაროში  კრისტინი (რეიჩელ მაკადმისი) და იზაბელ ჯეიმსი (ნუმი რიპეისი) ცდილობენ, შექმნან რაღაც კიდევ უფრო ჭკვიანი, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია და გაყიდვის ერთადერთი გზა კარგი რეკლამაა. ფილმის მთავარი მესიჯი ხდება რეიჩელ მაკადამსის გმირის სიტყვები, როდესაც იზაბელ ჯეიმსს  გმირს ეუბნება–შენ ჭკვიანი ხარ, შენ იფიქრებ იდეებს მე ამით ვსარგებლობ მერე რა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს არ უნდა გეწყინოს. კრისტინი  ფამ ფატალია უყვარს სექსუალური თამაშები, ნუმი რიპეისის გმირი თავდამბალი, მაგრამ ძალიან ჭკვიანია, რომელიც დიდი ხნის ჩაგვრის შემდეგ ბრძოლას პირველ რიგში ბოსისთვის კაცის წართმევით იწყებს, თუმცა საყვარელი მამაკაციც ღალატობს და დაგროვილი ბოღმისგან გათავისუფლება და ცხოვრების გაგრძლებების ერთადერთი საშუალება კი იზაბელ ჯეიმსისთვის  კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი მკვლელობაა. ისიც იცის, როგორ შეიქმნას ალიბი, რომ ეჭვი მასზე არავინ მიიტანოს. პარალელურად იკვეთება ლესბოსური ხაზი, ვნება, რომელიც ანტაგონისტურია ამ ორ მთავარ ქალ გმირს შორის. ერთის მხრივ ვნება, რომელიც სექსის სურვილში გამოიხატება, მეორეს მხრივ ვნება, რომელიც ძალადობაში გამოიხატება. ძალიან მომეწონა რეჟისორის გადაწყვეტილება სიზმრებთან დაკავშირებით. ნუმი რიპეისის გმირი მკველობის ჩადენის შემდეგ საკუთარ საწოლში იღვიძებს და სულ რამდენიმე წამით გგონია, რომ დანაშაული, რომესაც წინა კადრში უყურე მხოლოდ სიზამრად ქცეული მისი ოცნებაა, თუმცა ამავე დროს კარზე პოლიცია აკაკუნებს და მას იჭერენ. ციხეში კიდევ რამდენჯერმე მეორდება მსგავსი სცენა, საბოლოოდ ალიბის დამტკიცებაში ნუმი რიპეისი გმირს მასზე შეყვარებული მეგობარი გოგონა ეხმარება, რომელსაც სასტიკი დანაშაულის კადრები ტელეფონით აქვს გადაღებული და ახალ რიპეისის გმირი შანტაჟის მსხვერპლია, იძულებული დათანხმდეს ლესბოსურ ურთიერთობას , ოღონდ მისი საიდუმლო არ გამჟღავნდეს. რეიჩელ მაკადმისის გმირის დასაფლავებაზე კვალვ ჩნდება რეიჩელ მაკადამსის გმირი, ოღონდ კრისტინის  ტყუპისცალი დის სახით და ახლა იზაბელ ჯეიმსს უკვე უჭირს გაარჩიოს რეალურად რომელი და მოკლა ის ვისზეც უნდაოდა შური ეძია, თუ რომელიც უდანაშაულო იყო. ფილმის ფინალი ყველაზე შთამებჭდავია ჩნდება პოლიციელი, რომელსაც სურს ნუმი რიპეისის გმირს ბოდიში მოუხადოს უსამართლო ბრალდებისთვის, პარალელურად რიპეისის გმირი ცდილობს გერლფრენდს ტელეფონი წაართვას , სადაც მისი მამხილებელი კადრებია, რაც უბედრუი შემთხვევით მთავრდება და გოგონა კვდება, თუმცა სიკვდილამდე დანაშაულის კადრებს პოლიციას უგზავნის, რიპეისის კარზე აკაკუნებს კრისტინის ტყუპისცალი და ან თავად კრისტინი და ცდილობს მასზე შური იძიოს. პოლიციაში კი ამ დროს დანაშაულს ხსნიან.  ნუმი რიპეისს კი ისევ საწოლში ეღვიძება, რაც ისევ წამიერად გაფიქრებინებს, რომ მთელი ისტორია სიზამრია, რომ არა ლოგინის გვერდზე რიპეისის მკვდარი გერლფრენდი.

ამ სრულ ქაოსში რეჟისორი მაყურებელს მსუბუქად, რომ ვთქვა მაგრად “ეღადავა”, დაუტოვა ბევრი საფიქრებელი, აჩვენა მძიმე, მაგრამ ძალიან სასაცილო ფილმი არქეტიპული და სტერეოტიუპული პერსონაჟებით და რაც მტავარია დატოვა ჩემთვის ასე საყვარელი ღია ფინალი ბევრი ტვინის სამტვრევით და ინტერპრეტაციის ამოუწურავი საშუალებით. არადა, როდესაც ტრეილერს ვუყურე კინოში მისული სულ სხვა რამეს ველოდი, გამოსული კი ოდნავ გაღიმებული და გაოცებული ვიყავი იმითი, რაც ვნახე. მოკლედ “ვნება” არის დახვეწილი იუმორის, სარკაზმის და კარგი თრილერი ნაზავი. 

მარკო ბელოკიოს “მძინარე ლამაზმანი”

ვენეციაში, რომ ვიყავი და ულამაზესი ქალაქი, რომ არის ჩემი პოსტებიდან ალბათ უკვე ყველამ იცის, კინოფესტივალს, რომ ვაშუქებდი ალბათ ეგეც, მაგრამ რაზეც არსად მილაპარაკია და არავინ იცის იმაზე დავწერ ახლა.

თუ გიყვარს კინო ნებიმსერი ფესტივალი შენთვის  სამოთხეა და განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ფესტივალი ევროპის ერთ–ერთი უძველესი და უპრესტიჟულესი ვენეციის კინოფესტივალია. სამწუხაროდ ბევრი ფილმის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც ვნახე საკმარისია იმისთვის, რომ პოსტი დავწერო:)

დავიწყებ იტალიელი რეჟისორის მარკო ბელოკიოს “მძინარე ლამაზმანით”. კარგი ფილმი საკმაოდ ბანალური შედარებებით, პარალელებით, სათაურითა, პირადპირი მესიჯებითა და კარგი სამსახიობო ანსამბლით.  ” მძინარე ლამაზმანი” რეჟისორისთვის იტალიაა, ძილის მთავარი მიზეზი კი სილვიო ბერლუსკონის მმართველობა, ფილმის გაგება და აღქმა უცხოსთვის რთულია თუ კარგად არ იცი იტალიის სოციო –პოლიტიკური ვითარება. ფილმში რეჟისორი ძალიან მტკივნეულ და დღემდე დავის საგნად ქცეულ თემას შეეხო. ცოცხალია თუ არა ადამიანი, რომელიც უკვე წლებია კომაშია და რა გადაწყვეტილების მიღებაა “მძინარე ლამაზმანისთვის” უკეთესი,ამისთვის კი მთავრობის დასკვნას და ახალი კანონის მიღებას ელოდებიან. ფილმის სიუჟეტი რამდენიმე გმირის გარშემო ვთარდება, რომელთაც არსებულ სიტუაციაში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღეს. იზაბელ იუპერის პერსონაჟი, ყოფილი ნიჭიერი მსახიობი გადაწყვეტს მთელი დარჩენილი ცხოვრება კომაში მყოფი შვილის მოვლას მოახმაროს იმ იმედით, რომ ის აუცილებლად გაიღვიძებს. ოჯახურ დრამაში კი ყველაზე მეტად უმცროსი შვილი და იზაბელ იუპერის გმირის მეუღლე იტანჯებიან, ერთი კარგავს დედას დის გამო, მეორე კი ქალს, რომელიც ძალიან უყვარს. დილემის წინაშე დგება იტალიის პარლამენტის წევრი, რომელიც კონგრესმენის პოსტის მიღების გარანტიით იძულებულია ნების წინააღმდეგ წავიდეს და ხმა მისცეს კომაში მყოფების აპარატიდან მოხსნას, მაშინ როდესაც თავს სწორედ იმაში იდანაშაულკებს, რომ კომაში მყოფ მეუღლეს სასიცოცხლო ,მონაცემები გამოურთო, მაშნ როდესაც ქალმა უკანსაკნელი ღონე მოიკრიბა და სანამ გათიშავდნენ მეუღლეს დახმარება სთხოვა. პარლამენტარის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება მისი ქალიშვილი, რომელიც მამას დედის სიკვდილში ადანაშაულებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობა კომაში მყოფი ქალის ელუანას ბედს წყვეტს, უნდა გამორთონ თუ არა ის აპარატიდან, რასაც ხალხის პროტესტი და აქციები  მოყვება.ნარკომანი ქალი, რომესაც თვითმკველობა აქვს გადაწყვეტილი.  ფინალში ყველაფერი ძალიან ბანალურად ხვდება, დედა, რომელიც გადაწყვეტს დაუბრუნდეს რეალობას, თუმცა კომაში მყოფი შვილის მოვლა კვლავ პრიორიტეტად რჩება, პარლამენტარი, რომელიც გადაწყვეტს კონგრესმენობაზე უარი თქვას და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, გაუმხილოს ქალიშვილს დედის სიკვდილის მიზეზი და აუხსნას, თუ რატომ მოიქცა ასე, ქალიშვილს  ერთ დღეში მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი უყვარდება და გადაწყვეტს  მამასაც ყველაფერი აპატიოს, სიყვარული გადაარჩენს ყველას, თუმცა მაინც ღია ფინალი, ქალიშვილი მამის მოხენსებას კითხულობს და მისი დანაშაულის შესახებაც იგებს, რეაქცია მარკო ბელოკიომ მაყურებელს მიანდო.  დედა, რომელიც კომაში მყოფი შვილის სარეცელთან წევს და ძილში საყვარელ საქმიანობას, მსახიობაბს იხენებს და მონოლოგს ამბობს ცნობილი პიესიდან, ელუანა, რომელიც კვდება და ნარკომანი ქალი, რომელსაც სიყვარული გადაარჩენს სუიციდსგან. კადრი, სადაც რეჟისორი ხაზს უსვამს ფილმის მტავარ მესიჯს, იტალიელი პარლამენტარები ფოტოს გადასაღებად ემზადებიან და ფოტოგრაფიც ორ კედელს შორის ირჩევს ფონს. ერთზე დიდი ასოებით წერია “Liberta”,  მეორეზე კი სილვიო ბერლუსკონის კარდები გადის მონიტორზე, პარლამენტარებიც ერთხმად ირჩევენ ფოტოს ბექგრაუნდად სილვიო ბერლუსკონის.