ჯარედ ლეტო-როკის და კინოს ვარსკვლავი

ჯარედ ლეტო უნიკალურია, მას შეუძლია რამდენიმე დღე სპეციალური ლინზა ატაროს იმისთვის, რომ მხედველობდაკარგული ადამიანი განასახიეროს ფილმში „Blade Runner 2049”, საჩუქრად ვირთხა გაუგზავნოს  კოლეგა მარგო რობის და კიდევ ათასი უცნაური საქციელი ჩაიდინოს „Suicide Squad”-ის გადასაღებ მოედანზე, იმისთვის რომ ბოლომდე გაითავისოს ჯოკერის ექსცენტრული სამყარო, როლისთვის დაიკლოს ან მოიმატოს წონაში …ჯარედი მეთოდური სამსახიობო სკოლის მიმდივერია, ეს იმას ნიშნავს, რომ როლის შესასრულებლად ფიზიკურად და ემოციურად გადაღებების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იწყებს მზადებას.

ჯარედ ლეტო 47  წლისაა, თავად ბევრს ხუმრობს იმაზე, რომ წლების მატება მის სხეულზე ნაკვალევს ვერ ტოვებს. ჯარედი ერთნაირად ლამაზია ათი, თხუთმეტი თუ ოცი წლის წინანდელ ფოტოებში, ფილმებში თუ ვიდეო რგოლებში.

jared leto

„იყავი გამბედავი, მიჰყევი შენს ოცნებებს, არავის მიაქციო ყურადღება და იბრძოლე იმისთვის, რისიც გჯერა“– ამბობს ჯარედი და მისი ცხოვრებაც სულაც არ იქნებოდა ისეთი როგორიც დღესაა,  მიზნებისთვის ბოლომდე რომ არ ებრძოლა. დაიბადა ლუიზიანას პატარა ქალაქ ბოჟერ-სიტიში. ლეტო ჯარედის მამინაცვლის გვარია. ცხოვრობდა დედასთან და უფროს ძმასთან შენონთან ერთად, პატარა იყო მშობლები ერთმანეთს,რომ დაშორდნენ. მარტოხელა დედა ორ ბიჭთან ერთად ამერიკის გარშემო მოგზაუროდა.  ჯარედიც დედასთან ერთად გატარებულ წლებს მიიჩნევს ცხოვრების მთავარ პერიოდად.

ზოგიერთი ადამიანი ჩნდება შენს ცხოვრებაშიშენს გულში კვალს ტოვებს და შენს მომავალს სამუდამოდ ცვლის, სწორედ ესაა ჩემთვის დედაჩემი

კონსტანს ლეტო ჰიპი იყო, სწორედ მისი წყალობით ეზიარნენ ხელოვნებას ჯარედი და მისი უფრო ძმა. მსაიხობი დედას  ყველა სამადლობელ სიტყვაში ახსენებს, ამბობს,რომ  ოცნება, ბრძოლა იმისთვის რაც უყვარს და რისიც სჯერა დედამ  ასწავლა.

constance

უამრავ ხელოვანს შორის გავიზარდე, ყოველთვის გარშემორტყმული ვიყავი მუსიკოსებით, ფოტოგრაფებით, მხატვრებით, თეატრალებით

მუსიკა Pink Floyd-ისა და Led Zeppelin-ის კომპოზიცებმა შეაყვარა,ფილადელფიაში ხელოვნების უნოვერსიტეტში სწავლობდა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო, სადაც თავადვე შეასრულა მთავარი როლი. „ამერიკული ოცნების“ ასასრულებლად, რა თქმა უნდა,  ლოს-ანჯელესში წავიდა. სიმპატიური და ნიჭიერი ჯარედი ჰოლივუდში მალევე შენიშნეს და  სერიალის  “my so called life”-ის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ჯარედი თინეიეჯრი გოგოების კუმირად იქცა.

ზოგ ადამიანს ჯერა ღმერთის, მე კი მჯერა მუსიკის, ზოგი ლოცულობს, მე კი ვრთავ რადიოს

მუსიკას მის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭრავს ვიდრე კინოს, სწორედ ამიტომ მხოლოდ წარმატებული სამსახიობო კარიერით არ დაკმაყოფილდა  და უფრო ძმასთან ერთად  ალტერნატიული როკ ჯგუფი  „30 seconds to mars“ შექმნა  . ბენდის პოპულარობისთვის ლეტო არასდროს იყენებდა ჰოლივუდის ვარსკვლავის იმიჯს,უნდოდა ჯგუფს თავისი შემოქმედებით მიეღწია წარმატებისთვის. ლეტო თვითონ წერს მუსიკასა და ტექსტებს.   პირველივე ალბომმა,სადაც ჯარედ ლეტო მარტოობაზე და თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მღერის,  პოზიტიურ შეფასებასთან ერთად ჯგუფის წევრების ფინანსური მოგებაც მოუტანა.

„მებრძოლთა კლუბი“, „ამერიკელი ფსიქოპატი“ „ბატონი არავინ“, „დალასის მყიდველთა კლუბი“ და „რექვიემი ოცნებისთვის“ ლეტოს შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება.  -ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსები ლეტოს ტალანტზე საუბრობენ- „ის ბევრად მეტია ვიდრე მომხიბვლელი ვიზუალი, ის თუ როგორ ღრმად სწვდება ის თავის პერსონაჟს გამაოგნებელია. მისი ტალანტი სცენარში ასახულ გმირს კიდევ უფრო მეტ აზრსა და დრამატულობას სძენს“-წერდა როლინგ სტოუნის კრიტიკოსი პიტერ ტრავერსი.

აღიარება არ არის აუცილებელი, კარგია როდესაც მას მოიპოვებ, თუმცა ამან არ უნდა შეგცვალოთ, აღიარების მიუხედავად თქვენ თავს ვერსად გაექცევით, მე რომ ჩემი აღიარებისთვის მეცადა ან მისთვის მომესმინა , სცენაზე ვერასდროს დავდგებოდი. კრიტიკა ბევრად ღირებულია, შეიძება გული გეტკინოთ, თუმცა მოტივაცია რომ რამეს მიაღწიოთ ბევრად, მეტი გექნებათ

მიუხეადავად კრიტიკოსების აღიარებისა,საკუთარ თავზე მუშაობას არ წყვეტს.   ყოველი როლის წინ დეტალურად ეცნობა თავის პერსონაჟს,  იკვლევს მის ცხოვრებას და რამდენიმე კვირა გადაღებების დაწყებამდე მისი გმირის ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირ შემთხვევაში არც ფიზიკუ ტრანსოფრამაციას უშინდება. ინდი ფილმებში თამაშს არჩევს. ამბობს რომ თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებელი კინო ნაკლებად ფასდება, მსახიობსაც იმედი უცრუვდება. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც და ფილმის „მისტერ არავინ“  გადაღების შემდეგ ჯარედ ლეტომ კინოში 6 წლიანი პაუზა აიღო.

სიმართლე გითხრათ თავს ძალიან ხშირად ვგრძნობ მარტო, ამ დროს აღარ მჯერა ბედნიერების, მაგრამ ყოველთვის ვიცი,რომე ერთადერრამ რაც მაბედნიერებს ,ეს მუსიკაა

თავადც არ სჯეროდა, რომ „30 seconds to mars“ ასეთი წარმატებული იქნებოდა, ათ მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, გადავსებული სტადიონები და უმარავი ფანი-სწორედ ამაზე გაცვალა კინოკარიერა ჯარედ ლეტომ.

ზოგეჯერ უნდა წახვიდე, რომ დაბრუნებულს რაღაც გქონდეს სათქმელი

თვლის,რომ კინოში პაუზამ ის უკეთეს მსახიობად აქცია.  2013 წელი კი მის გრანდიოზულ დაბრუნებად იქცა.

როდესაც მე ის პირველად დავინახე, მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ხელოვანია,  ჯარედს როკ ენ როლისსული აქვს,ძალიან ჭკვიანია, ზუსტად ესმის პერსონაჟი, კონტექსტი ,ის უბრალოდ  კი არ თამაშობს, არამედ  გადასაღებ მოედანზე  თავიდან ბოლომდე ტრანსფორმირდება-წერს მეთიუ მაკონაჰი,  ჯარედ ლეტოს პარტნირი ფილმიდან „დალასის მყიდველთა კლუბი“.

როდესაც რეჟისორი ჟან მარკ ვოლი ჯარედს დაუკავშირდა მას ბერლინში კონცერტი ჰქონდა.  რეჟისორმა გასაუბრება სკაიპის საშუალებით დანიშნა და როცა ჟან მარკ უოლი კომპიუტერთან მივიდა, ნანახმა სრულიად გააოგნა.“ჯარედის ქალივით იყო გამოწყობილი, ტუჩსაცხი ესვა და აშკარად მეფლირტავებოდა, ცდილობდა ჩემს მოხიბვლას და ეს ძალიან წამრატებით გამოუვიდა“-უყვებოდა ჟან მარკ უოლი მის კოლეგებს.

reyon

ჯარედ ლეტო წითელი ხალიჩის ფავორიტია, მისი გამორჩეული ვიზუალისა და ჩაცმის სტილის გამო ის ხშირად ხდება ტაბლოიდების განხილვის თემა. ჯარედ ლეტოს გრძელი და ულამაზესი თმა კი მსოფლიოს ახალი მოდური ტენდენციაა.

„30 seconds to mars“  სოლისტის ცხოვრება ახლა კიდევ უფრო აქტიურია, ევროპის ფარგლებში ჯგუფი ტურნეს მართავს. შეკვეთილშიც მოვისმენთ სიმღერებს მისი ახალი ალბომიდან და ძველ ჰიტებსაც „ბლექ სი არენას“ სცენიდან მოვისმენთ.

„ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს არ არის მხოლოდ ხელოვნება, ეს საზოგადოებაა ადგილი, რომელსაც მე მივეკუთნები“-ამბობს ჯარედ ლეტო, როკ ვარსკვლავად ქცეული მსაიხობი, რომელმაც ადგილი მუსიკასა და კინოში ერთნაირად დაიმკვიდრა.

JLET

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s