დიდება კეისარს/კოენებს!

როდესაც კინოში ჯოელ და ეთან კოენების ფილმზე მიდიხარ, ყოველთვის იცი რას ელი. თუ მათი ერთი მაინც გაქვთ ნანახი, მაშინ აუცილებლად გექნებათ გარკვეული წარმოდგენა ორი გენიალური ძმის კინო ხელწერის შესახებ. გეცოდინებათ მათი სპეციფიკური იუმორის შესახებ, თითქოს რომ ცდის მაყურებელს რამდენად ინტელექტუალია. გეცოდინებათ რამდენად ღრმაა თითოული დეტალის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო კადრის, აჩრდილის, თუ უაზროდ წამოსროლილი სიტყვის მნიშვნელობა. ძმები კოენები არიან ჰოლივუდის ყველანაირი სტანდარტიდან ამოვარდნილი ჰოლივუდელი რეჟისორები, ებრალები, რომლებიც გამუდმებით ხუმრობენ ებრაელებზე. კოენები არიან რეჟისორები, რომელთაც არ აღელვებთ ”ბარტონ ფინკის” მსგავს შედევრს გადაიღებენ თუ ”დიდ გამბიტს”. სრული თავისუფლება, რომელიც არასდროს ხდება გამაღიზიანებელი, მსუბუქი იუმორი, რომლის მიღმაც კონტექსტის გაგება უკვე მაყურებელზეა დამოკიდებული-ალბათ ესაა რაც კოენების ოჯახურ დუეტს ფენომენალურად აქცევს. კოენებს უყვართ მსახიობების ამოჩენება და ახალი სახეები აღმოჩენა, რომელთაც მათ შემდეგ ფილმებში მთავარ თუ არა მეორეხარისხოვან როლებში აუცილებლად ვნახავთ, ასე რომ გაიცანით ადელ ეჰლერლაიჰი ახალი ფილმის ახალი ვარსკვლავი, რომლსაც  უკვე შექმნილი იმიჯით, თუმცა განსხვავებულ დროსა და სივრცეში სავარაუდოდ ძმების მომავალ ფილმებშიც ვიხილავთ.

alden

”დიდება კეისარს” 1951 წლის ჰოლივუდში ვითარდება, მაშინ როდესაც ალბათ ისევე როგორც თანამედროვე ჰოლივუდში ფილმების ელვის სისწრაფით, ასობით პავილიონში იღებდნენ. პროტეჟეობა, პირადი სიმპატიები- ყოველთვის აქტუალურია. მთავარ როლში ედი მენიქსია, ყველა საქმის გამომსწორებელი, რომელიც ვერ დაუშვებს რომ კინოინდუსტრიას ან ”Capitol Pictures” მიერ დაქირავებულ რომელიმე მსახიობს ჩრდილი მიადგეს და მათზე ჭორებმა პრესაში გაჟონოს. ტილდა სვინტონი ტყუპ დებს განასახიერებს, რომელბიც გამუდმებით ცდილობენ საკუთარ მრავალ მილიონიან აუდიტორიას ჰოლივუდის ცხელი ჭორები პირველებმა მოუყვნენ. ვინ ვის ღალატობს, ვინ გეია, ვინ ორსულადაა ან ყველაზე საშიში -ვინა არის კომუნისტების მხარეს.

”დიდება კეისარს” კინოსტუდიის მომრიგებლის (ალბათ ყველაზე მეტად ეს წოდება შეეფერება ჯოშ ბროლინის გმირს) ერთი ტიპიური დღის სრული მიმოხილვაა. ჯოშ ბროლის პერსონაჟისთვის სამსახური მისი რელიგიაა. კინოს, გადასაღები მოედნის, ამპარტავანი მსახიობების, საკუთარი  გენიალურობისგან შეწუხებული რეჟისორების ფანტასმაგორიულ სამყაროში ის ერთადერთია ვინც რეალურია, რეალურ საქმეს აკეთებს. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელისგანაც ყველა გამოსავალს ელის. ”დიდება კეისარს” ერთგვარი შიდა ხუმრობაა, ფილმი ფილმში მარტივი ფაბულა სათქმელის მაყურებლამდე მისატანად, ჰოლივუდის 50-იანი წლები ნამდვილი იკონა. თითოულ პერსონაჟი მსგავსი მიმართულების მსახიობის საზოგადო შარჟია. სკარლეტ იოჰანსონი სტუდიის განებივრებული ლამაზმანია, მისი სინქრონული ცურვის სცენა არასდროს გადადის მოდიდან და ჰოლივუდის გლამურის განუყოფელი ნაწილია. ჩანინგ ტატუმი იდეალურად ირგებს მესაზღვრე მსახიობის იმიჯს, რომლის ცეკვას და სიმღერას  ფილმში  ეთი სცენისთვის ზომაზე დიდი ადგილიც კი უჭირავს. ტატუმს გატაცებულია კომუნისტური პარტიის იდეებით, მასთან ერთად არის სცენარისტთა ათეულიც, რომლებიც კომუნისტური იდეების გამავრცელებლები გახდნენ ჰოლივუდში, რასაც დიდი ათეულის შექმნა მოყვა და თუ მეტი გაინტერესებთ ამ თემაზე მაშინ ჯობია ”ტრამბო” ნახოთ.

chaning tatum

ელდენ ერენრეიჰი კი ვესტერნების ვარსკვლავია, რომელიც მიუხედავად კარგი გარეგნობისა სხვა ჟანრის ფილმში უბრალოდ ორ წინადადებას ვერ აბამს. არაჩვეულებრივად სასაცილოა დახვეწილი ბრიტანელი რეჟისორისა და ვესტeრნების ვარსკვლავთ ბიჭუნას ურთიერთობა, რომელიც დაუსრულებლად უხნის როგორ უნდა თქვას ერთი მარტივი წინადადება.

 

ცოტა რთულია ფილმის სიუჟეტური ხაზის გაგება, სანამ ბერდ უიტლოკს, ჰოლივუდის ვარსკვლავს ეპიკური ფილმის ”დიდება კეისარს” გადასაღები მოედნიდან არ მოიტაცებენ. კოენები მსახიობებისგან ქმნიან ტიპაჟებს, რომლებიც სხვადასხვა ვარიაციით რეჟისორების არაერთ ფილმში შეგხვდებიან. ასეთია ჯორჯ ქლუნი, რომელმაც კოენების ფილომოგრადიას ბერდ უითლოქის სახით კიდევ ერთი არასერიოზული, მოსულელო პერსონაჟი შემატა. უითლოქი ვერაფერს აღიქვამს სერიოზულად, მათ შორის მოტაცებას და კომუნისტების განზრახვას. ჯვარზე გაკრული ქრისტეს წინაშე კი მისი კათარზისული თამაშის მანერას მაყურებელი და სეტზე მყოფებები თითქოს სხვა რეალობაში გადაყავს, მაგრამ ერთი შეცდომა ყველაფერს აფუჭებს და ფილმშიც ერთ-ერთ ყველაზე სასაცილო სცენას ქმნის. რა არის რელიგია, რისთვის არსებობს კაცობრიობა და რას ქადაგებს სხვადასხვა აღმსარებლობა -თემები, რომელსაც კოენები ყველაზე კარგად შლიან, გამონაკლისი არც ”დიდება კეისარსაა” . ეს არის ალბათ ყველაზე კომიკური და თან რეალისტური სცენა თუ რა არის რელიგია, როდესაც 5 რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი გაცახრებული მსჯელობს ვინაა ქრსიტე, რა არსის მატარებელია წმინდა სამება. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ კონსერვატორულ ამერიკაში სწორედ სასულიერო პირებთან შეთანხმებით უნდა შეიქმნას ქრისტეს ეკრანული ხატი.

თვით პლაგიატიზმი რომ დასჯადი იყოს ჯოელს და ეთანს ალბათ დიდ ჯარიმას დააკისრებდნენ, რადგანაც ფილმი ერთდროულად გაგახსენებთ ”ბარტონ ფინკს” თავისი ”Capitol Pictures”-ით, გაგახსენებთ ”დიდ ლებოვსკის”, მსგავსი ეგზისტენციალური პრობლემებით ”სერიოზულ ადამიანს” მოგაგონებთ, პერსონაჟებით კი ალბათ ყველაზე მეტად ”Burn after reading”-ს გავს.

”დიდება კეისარს” ბერლინის რიგით 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ფილმად აირჩიეს, კოენების ახლმა კომედიამ კრიტიკოსებისგან უკვე დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა:)

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s