ლილი ელბა-გოგონა დანიიდან

ედი რედმეინი ოსკაროსანი ბრიტანელია, რომელმაც გენიოსი ფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის განსახიერების შემდეგ ოსკარის მოგების შანსი წელს მეორედ მოიპოვა. ახალგაზრდა მსაიხობი ასევე ოსკაროსანი რეჟისორის ტომ ჰუპერის ფილმში მსოფლიოს პირველ ტრანსგენდერს განასახიერებს. ტომ ჰუპერის  ფილმი ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც დევიდ ებერშოვის 2000 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით შეიქმნა და ის დანიელი მხატვრების ლილი ელბასა და გერდა ვაიგნერის ცხოვრებითაა შთაგონებული.

ტომ ჰუპერის ახალი ფილმი ერთი ადამიანის განცდენბისა შესახებ მოგვითხორბს, რომელიც ასევე აისახება მისი უახლოსი ადამიანის ცხოვრებაზე. ბოჰემური წყვილის ცხოვრებაში ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა. როდესაც ეკრანზე გერდასა და აინერს პირველად დაინახავთ იფიქრებთ, რომ იდეალური წყვილია. ორივე მხატვარია, ცხოვრობენ კოპენჰაგენში, ისევე როგორც უამრავი სხვა წყვილი ვისაც სიყვარულის გარდა პროფესიაც აერთიანებთ გერდა და კაიც მუდამ მზად არიან ერთმანეთს ხელი შეუწყონ, თუმცა მათ შორის სულ ცოტა კონკურენციაც იგრძნობა. მათ ცხოვრებაში კი ყველაფერი ერთი შეხედვით არასერიოზულმა გართობამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ექსპერიმენტმა შეცვალა.

დანიელი გოგონას პრემიერა ვენეციის რიგით 72 ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და მან ძირითადად პოზიტიური გამოხმაურება მიიღო. ტომ ჰუპერის უახლესი ნამუშევარი ოსკარის 4 ნომინაციაზეა წარდგენილი. მათ შორის  ქალი და მამაკაცის მსაიხობის კატეგორიებში. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ედი რედმეინის გასაოცარი თამაში და გარდასახვა სწორედ საქართველოს კინოთეატრებში უნდა შეაფასოთ.

აინერ ვაიგნერი მხატვარი იყო, საკმაოდ წარმატებულიც. ის გამუდმებით ხატავდა პეიზაჟს, რომელიც მისი ბავშობის ყველაზე ნათელი მოგონება იყო. მისი მეუღლე გერდა კი პორტრეტისტი და მეუღლესთან შედარებით ნაკლებად ცნობილი არტისტი იყო. ყველაფერი თამაშით დაიწყო, მაშინ როდესაც გერდამ მეუღლეს თხოვა მისი მენატურე გამხადრიყო ერთი საღამოთი და მის წინაშე ქალის კაბაში გამოწყობილს ეპოზიორა. ასე გაჩნდა აინერისა და გერდას ცხოვრებაში ლილი, რომელსაც ქალის სხეულში ყოფნა იმდენად მეწონა, რომ ბოჰემური ელიზიტის შეკრებებზეც აინერის ნაცვლად სწორედ ლილიმ მოისურვა საზოგადოებაში გამოჩენა. ერთი შეხედვით თამაში ნელ-ნელა იქცა ერთი ადამიანის ტრანსფორმაციად და ორი საათის განმავლობაშიც მაყურებელი თვალს ადევნებს აინერ ვაიგნერის გარდასახვას ლილი ელბად. ედი რედმეინი როლში არაჩვეულებრივია, ის სრული დრამატიზმითა და სიცხადით აჩვენებს იმ ტანჯვას, რასაც მისი პერსონაჟი განიცდის. ლილი და აინერი ედი რედმეინის შესრულებით თითქოს ორი განსხვავებული პერსონაჟია და ფილმის ყურებისას თითქოს გავიწყდება რომ მათი ორივეს ერთი შემსრულებელი ყავს.

გერდა ვაგნერის როლზე შარლიზ თერონი უკვე დამტკიცებული იყო როდესაც მან გაურკვეველი მიზეზის გამო პროექტი დატოვა. დანიელი მხატვრის როლი გვინეთ პელტროუს შესთავაზეს, რომელმაც პროექტზე უარი იმიტომ თქვა, რომ ფილმის გადაღებები არა ბრიტანეთში არამედ გერმანიაში იგეგმებოდა. განიხილებოდ უმა თურმანისა და მარიონ კოტიარის კანდიდატურებიც. ამ დროისათვის რეჟისორის პოსტზე შვედი რეჟისორი ლასე ჰოლსტრომი მოიზარებოდა, რომელმაც გერდას როლზე რეიჩელ უაზი დაამტკიცა, თუმცა მოგვიანებით პროექტი ორივემ დატოვა. 2014 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ფილმს ტომ ჰუპერი გადაიღებდა ედი რედმეინითა და ალისია ვიკანდირით მთავარ როლებში, მსახიობების ამ დუეტს მოგვიანებით ამვერ ჰერდი და მათიას შოენარცი დაემატნენ.

 

სანამ რეჟისორად ტომ ჰუერი დამტკიცდებოდა პროექტშ ჩართულმა თითოულმა რეჟისორმა სცენარი არაერთხელ გადააკეთა, საბოლოოდ კი ჰუპერმა სცენარის პირვანდელ ვერსიაზე არჩია მუშაობა. დანიელი გოგონას გადაღებები 2915 წლის თებერვალში დაიწყო, ძირითაი ლოკაციები ლონდონსა და ბერლინში მოწეყო, დამატებითი კადრებისთვის სცენები კოპენჰაგენსა და ბრიუსელშიც გადაიღეს. ჯამში ფილმი 44 დღეში, 186 სცენასა და 6 ქვეყანაში გადაიღეს.

 

ფილმმა კრიტიკაც დაიმსახურა, ბევრი თვლიდა რომ ტრანსგენდერი რეალურად ტრანსგენდერს უნდა ეთამაშა, ასევე რეჟისორი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ ფილმი ნოველის მიხედვით გადაიღო, სადაც ფაქტები შეცვლილი იყო და რეალობას ბოლომდე არ ასახავდა, მაგალითად ფილმში არ ჩანს რომ მთავარი გმირი ლილი მეხუთე და არა მეორე ოპერაციისას გარდაიცვალა, თანაც მისი მეუღლე ამ დროს მის გვერდით არ იმყოფებოდა, გერდა იმ დროისათვის იტალიაში მეორე ქმართან ერთად ცხოვრობდა. ასევე ფილმში არაა ასახული ლილისა და გერდას ცხოვრება ქორწინების ანულირების შემდეგ. თუმცა უამრავი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ფილმი მაინც კარგად ასახავს იმ არაჩვეულებრივ სიყვარულს რომელიც ჯერ გერდას და აინერს , შემდეგ კი ლილის და გერდას აკავშირებდათ.

დანილეი გოგონა ლილი ელბას ცხოვრების  მხატვრული ეკრანიზაციაა, ლილი იყო პირველი რომელმაც გადაწყვიტა ყველა საფრთხისა და უდიდესი რისკების მიუხედავად შეეცვალა სქესი. ლილის აღიარება, შეგრძნებები, მისი სწრაფვა გარდაიქმენეს ქალად მნახველს უემოციდო ნამდვილად არ დატოვებს.

თუ ტომ ჰუპერის ფილმებიდან ერთი მაინც გავქთ ნანახი, მაშის დანიელ გოგონაში მის ხელწერას პირელი კადრიდან დაინახავთ, მის გემოვნებიან, სერიოზულ, დიდაქტიკურ სტილს ალექსანდრ დესპლას მუსიკა უფრო მეტ სენტიმენტს მატებს.

 

ფილმის მთავარი მომხიბვლელობა კი მაინც ედი რედმეინია, რომელიც გარდასახვის ტექნიკის დიდოსტატია, ის არაჩვეულებრივი ჟესტიკულაციით გადოსცემს განსხვავებას ლილისა და აინერს შორის, ის ნატიფი, გრაციოზული  და ნაზია, განსაკუთრებით კი მამაკაცებთან ურთიერთობაში, ფილმის ფინალშ კი უკვე სრულიად ძნებლი საცნობია პერსონაჟი, რომელიც ფილმის დასაწყისში გავიცანით.  მისი თითოული მოძრაობა, გრაცია ედი რედმეინის გასაოცარი სამსახიობო ნიჭის დამსახურება, განსაკუთრებით შთამბეჭდავია სცენა, სადაც აინერი კურტიზანს აკვირდება და ცდილობს ქალის თითოული მოძრაობა ზედმიწევნით გაიმეოროს, აქ კი კარგად ჩანს კინოოპერატორ დენი კოენის ოსტატობა. თუ მთელი ფილმის განმავლობაშ ვაკვირდებით როგორ გამოაქვს საკუთარი შინაგანი სამყაროს გარეთ აინერს, გერდას შემთხვევაშ პირიქით ხდება. მხიარული, უკომპლექსო თამამი და თავისუფალი ქალი ნელ ნელა საკუთარ თავში იკეტება, მომხდარში საკუთარ თავს და მის მიერ წამოწყებულ ექსპერიმენტსაც ადანაშაულენბს, თუმცა დროთა განმავლობაშ რწმუნდება რომ ლილი აინერზე ბევრად რეალურია და ის აინერთან ერთად დაიბადა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s