The revenant-ადამიანი რომელიც სასიკვდილო მოგზაურობიდან ცოცხალი დაბრუნდა.ჰიუ გლასი რევენანტია, რომელიც წლებმა უკვე აქცია ამერიკის ფოლკლორის ნაწილად. ამბავი დაუჯერებელია, თუმცა ისტორია ადასტურებს, რომ ჰიუ გლასმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, დათვისგან დაჭირლმა 320 კილომეტრი ხოხვით გაიარა. თვითგადარჩენის ინსტიქტი შურსძიებითაა გაჯერებული, ჰიუ გლასიც მოძარობს ამ ორი ძალის კარნახით. ჰიუ გლასი ცხოვრობდა მაშინ, როდესაც ამერიკის ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ველურ ტყეებს ეკავა, ინდიელები შიშის ზარს სცემდნენ მათ მიწებზე შეჭრილ უცხოელებს, ჰიუ გლასი ცხოვრობდა ისტორიის იმ მონაკვეთში, რომლის შესახებაც ჩვენთვის მინიმალურია ცნობილი. სწორედ ამიტომ ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუს უახლესი, ოსკარის ნომინანტი ნამუშევარი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. თავად რეჟისორი ამბობს, რომ ფილმი ისტორიული სიზუსტის მაქსიმალური დაცვით აღადგინა.

ოსკაროსანი ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუ შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ კინოეკრანებს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, ბრუტალური, სულისშემძვრელი ვესტერნით ურბუნდება. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ინირიტუს უახლესი ფილმი გადარჩენილი და მასში შესრულებული მთავარი როლი გახდება ლენარდო დიკაპრიოს კარიერაში პირველი და დამსახურებული ოსკარის მომტანი.
ჩემი აზრით კი ამ ფილმს ორი ვარსკვლავი ყავს. ბრიტანელი ტომ ჰარდი თავისი სამსახიობო ოსტატობით ლეონარდო დიკაპრიოს ნამდვილად არ ჩამოუვარდება და გადარჩენილშიც ორი უდიდესი მსაიხობის მიერ შექმნილი პერსონაჟების დაპირისპირებას ნახავთ. ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუს სარეჟისორო ოსტატობასა და ზედმიწევნით სწორად შერჩეულ სამსახიობო ანსამბს ჩივოს ანუ ორ გზის ოსკაროსანი კინემატოგრაფის ემანუელ ლუბეცკის გასაოცარი გადაღების მანერა ემატება. ერთ-ერთ ინტერვიუში ტომ ჰარდის კითხეს-როგორ შეიძლება ლეოს ასე ცუდად მოექცე? ჰარდიმ დაუფიქრებლად უპასუხა-ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ მე ის ორმოში დავტოვე. იყო თუ არა მისთვის ემოციური ამ როლის თამაში ჰარდი კლვალვ ზედმეტი ფიქრის გარეშე პასუხობს, რომ საერთოდაც არა. ასეთია ჰარდი რომლისთვისაც როგორც ამბობს ფილმებში თამაში მისი შემოსავლის წყაროა, უარს არცერთ როლზე არ ამბობს, რადგანაც სურს რომ აქტიური იყოს ბიზნესში. ჰარდი გენიალურია. რევენანტი კი ამის დასტური.


სანამ გადარჩენილი ეკრანებზე გამოვიდოდა გავრცელდა ჭორი თითოქს ფილმში ლეონარდო დიკაპრიოის დათვი ორჯერ აუპატიურებს, ეს ჭორი თავად მსაიხობმა რაღა თქმა უნდა უარყო.ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ჰიუ გლასი გრიზლის თავდასხმის შედეგად კრიტიკულ მდგომარეობაში და სასიკვდილოდ მიტოვებული აღმოჩნდა, თუმცა მან მაინც მოახერხა გადარჩენა დასაბოლოო შურისძიებისთვის 320 კილომეტრი ხოხვით გაიარა და ლუიზიანას ჩრდილოეთში უცნობ ტერიტორიებზე უამრავი დაბრკოლების დაძლევა .
გადარჩენილის გადაღებაზე მუშაობა პროდუსერმა აკივა გოლდსმანმა 2011 წელს დაიწყო. ფილმი ჩან ვუკ პარკს უნდა გადაეღო სამუელ ელ ჯექსონით მთავარ როლში, თუმცა რეჟისორმა პროექტი დატოვა მას შემდეგ არაერთი კანდიდატი განიხილებოდა, საბოლოოდ კი 2011 წელს ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუ დაამტკიცეს, რომელმაც თავის მხირ მთავარ როლზე ლეონარდო დიკაპრიო დაამტკიცა.
ფილმმა უკვე მოიპოვა ოქროს გლობუსის 4 ნომინაცია, სავარადუოა, რომ კრიტიკოსების რჩეული და წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინონამუშევრად დასახელებული გადარჩენილი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ფავორიტიც გახდება. ამას კი 14 იანვარს შევიტყობთ, როდესაც აკადემია თავის რჩეულებს დაასახელებს.

გადარჩენილი სუსტი ნერვების პატრონებზე არაა გათვლილი. ფილმის მთავარი გმირი ჰიუ გლასი რეალური პიროვნებაა, რომელსაც ცხოვრება სასტიკად მოექცა. ცხოელების ტყავზე მონადირე ხაფანგების დამგებს ლეონარდო დიკაპრიო საოცარი ოსტატობით ასახიერებს. ფილმის ყურებისას გაგიჩნდბეათ განცდა, რომ ასეთი ბუნებრიობით, ასეთი სიზუსტითა და შურისძიების ამგვარი გრძნობით ჰიუ გლასს თანამედროვე კინოინდუსტრაიში ვერცერთ სხვა მსაიხობი ვერ გააცოცხლებდა, თუმცა მას აბოსოლუტარდ ღირსეულ პარტნიორბას უწვენ ბრიტანელი მსაიხობი დომნალ გლისონი, ჰოლივუდის ჯერ კიდევ ახალბერდა უილ პოატიე და მთავარი უარყოფითი როლის შემსრულებელი ტომ ჰარდი.
((შუმი))
ინიარიტუ გიყვებათ სულისშემძვრელ ისტორიას, როგორ გადაურჩა ტყავებზე მონადირეთა ნაწილი ადგილობრივი ინდიელების თავდასხმას 1823 წელს, რომელსაც მონადირეთა მხოლოდ ნაწილი გადაურჩა, გრიზლისა და ჰიუ გლასის შებრძოლების სცენის ყურებისას კი შიშისგან თვალისდახუჭვაც მოგიწევთ, ჰიუ გლასის ბრძოლა თვითგადარჩენისა და შურისძიებისთვის კი საოცრად დაძაბული, ბრუტალური სანახაობაა . ორ საათნახევრის განმავლობაში რეჟისორი სამსახიობო ანსამბლთან ერთად მაყურბელსაც აწამებს იმ სულისშმეკრვრელი შურისძიების ეპიკური ისტორიით, რომლის სიუჟეტიც 19 საუკუნის ოციანი წლების ველურ აღმოსავლეთში ვითარდება.
((შუმი))
ამ ფილმში არ არის კლასიკური ანტაგონისტი და პროტაგონისტი, ძალიან რთულია თქვა ვინ არის კარგი ტიპი და ვინ ცუდი ამ ფილმში, ეს ისტორია არც არის ამაზე. აქცენტი ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებზე, თვითგადარჩენის სურვილზე და ბრუტალურ გარემოში მის ქცევაზე კეთდება,

ინირიტუმ და კინოოპერატორმა ემანუელ ლუბეცკიმ ბირდმენის შემდეგ კიდევ ერთხელ ითანამშრომლეს. ჩივოს ჰოლივუდში განათებისა და შუქ ჩრდილების დიდოსტატს უწოდებენ, ჩივოს გენიალობას გადარჩენილის მაყურებელი კიდევ ერთხელ აღმოაჩენს. უწყვეტი კადრის ეფეტქს, რომელიც ასე კარგად იგრძნობოდა ბირდემში ჩივო ახალ ფილმშიც იყენებს, რომელიც ინდიელების მიერ ამერიკელი მონადირეების ბანაკის დაპყრობის სცენას კიდევ უფრო მეტ დრამატიზმსა და სისატიკეს მატებს.
მე 19 საუკუნის მონტანასა და სამხრეთ დაკოტასთვის შესაბამისი გარემო ჩივომ კანადასა და არგენტინაში აღმოაჩინა. გადასაღაღებმა მოედანის სიზუსტემ საოცარი შედეგი გაოიღო. ფილმში რეალურად გაყინული მსაიოხბების სუნთვას უბრალოდ კი არ ნახავთ არამედ თბილ დარბაზში ფილმის საყურებლად კომფორტულად მსხდარებიც კი ბოლომდე შეიგრნობთ. მოგვიანებით მსაიხობები ამბობდნენ, რომ გადასაღები დღეები მათთვას ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ფილმის ყურებისას არამხოლოდ სიცივეს არამედ პერსონაჟების ტკივილსაც გრძნობთ. გადარჩენილი მაიკლ პანკის 2002 წელს დაწერილი ნოველის ადაპტაციაა, ინიარიტუ და თანასცენარისტი მარკ ელ სმითი ზედმიწევნით აცოცხლებენ გლასის ისტორიას მისი სრული სისატიკითა და სიველურით. მას შემდეგ რაც ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟს დათვი დაეხმება თავს, გუნდს მასთან ერთად გზის გაგრძელება უჭირს, სწორედ ამიტომ კაპიტანი, რომელსაც ფილმში დომნოლ გლისონი განასახიერებს გადაწყვეტს გლასთან მეთვალყურედ რამდენიმე ადამიანი დატოვოს, მათ შორისაა ფიცჯერალდიც, რომელიც გლასს სასიკვდილოდ მიატოვებს. ფილმში გლასის ცხოვრების ფლეშბექებიცაა ჩართული, სცენები სადაც დიკაპრიოს პერსონაჟს გარდაცლილი მეუღლის ჰალუცინაციები აქვს, თავისი ირეალური კადრებითა და რეფრენად გაყოლილი ფრაზებით აუცილებლად მოგაგონებთ ტერენს მალიკის კინოხელოვნებას.
ტომ ჰარდი ინიარიტუს ფილმში უარყოფითი როლის სათამაშოდაა დაბადებული, მისი სამსახიობო ოსტატობა ამ ფილმში ბოლომდე იშლება და ყოველგვარ საზღვარს არღვევს. სცენა სადაც ის გლასს ცოცხლად მარხავს ამის ნათელი დასტურია.
გადარჩენილი უდავოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი და დაუეჯრებელი ამბის ეკრანიზაციაა, შეიძლება ფილმი ფილოსოფიური არსს მოკლებულია, მაგრამ თვითგადარჩენისკენ სწრაფვა ინიარიტუს მთავარი თემაა და ის ადამიანის ამ თვისებას საოცარი ბრწყინვალებით გადმოსცემს.ისტორიის ბრუტალურობას ჩივოს კადრებთან, მსაიხობების მაქსიმალურ ბუნებრიობასთან, გარემოს სისატიკესთან ერთად რიუჩი საკამატოს მუსიკალური რიგიც ემატება.
და კვლავ ლეონარდო დიკაპრიო, დამალურლი დიდი და ბუნძური წვერის მიღმა, საერთო ჯამში ალბათ მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს, როლისთვის მას ინდიელთა ენის შესწავლაც დასჭირდა, გადარჩენილში მისი ლექსიკონი გადარჩენილში მხოლოდ დამხრაების სათხოვნელი შორისდებულებით განისაზღვრება, თუმცა ის ვირტუოზული ოსტატობით აღწერს ერთი კაცის ბრუტალურ ისტორიას, სრული სიცხადით ქმნის ჰიუ გლასის პორტრეტს, ის დარდით და შურისძიებითაა სავსე. მისი პერფორმანსი გულში ჩამვდომია თავისი ბრუტალური ძალითა და ჩუმი მჭერმეტყველებით. ის ნამდვილი ტალანტია, გადამრჩენი აჩვენებს თუ რა უსაზღვროა მისი სამსახიობო ნიჭი, ფილმში ის ცდის საკუთარ თავს, იწვევს და ამტკიცებს, რომ მისი ნიჭი აბოსლუტურად ყოვლეგვარ გამოწვევას უძლებს. როდესაც ფილმის ყურებას დაასრულებთ მიხვდებით, თუ რა დაძაბულები, ბოლომდე ჩართულები ისხდეით ორ საათნახევრის განმავლობაში, გააცნპბიერებთ, რომ ფილმი სადაც დიალოგები მინიმალურ დონეზეა დაყვანილი ალბათ ყველაზე მეტყველია, რაც კი ბოლო დროს გინახავთ. თქვენ ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად აღმოჩნდებით და ერთი ადამიანისთვის სრულიად დაუჯერებელ მოგზაურობაში აღმოჩნდებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s