ბასკეთი-გასაოცარი ბილბაო

bilbao guggenheim

თუ ოდემსე ბასკეთში გადაწყვეტთ გამგზავრებას, უნდა იცოდეთ, რომ წინ ძალიან მხიარული ფრენა გელით. კონტრასტს სხვა ევროპულ ქალაქებში გამგზავრებასთან სტამბულის აეროპორტშივე იგრძნობთ. ჩასხდომამდე ნახევარი საათი მაინცაა დარჩენილი, მაგრამ გასასვლელთან უკვე უზარმაზარია რიგია.”გეითის” გახსნის მოლოდინში ყველა ფეხზე დგას, თითქოს ეშინიათ ბორტზე ვინმემ არ აასწროთ . საუბრობენ ძალიან ხმამაღლა, იცინიან ხმამაღლა, გადაძახილენი რიგის ერთი მხრიდან მეორე მხარეს ჩვეუელბირივი მოვლენაა. ნამდვილი მხიარულება კი თვითმფრინავში იწყება, დგანან ჯგუფ ჯგუფად, თანაც დიახ თვითმფრინავში დგანან ჯგუფ -ჯგუფად, სვამენ დუთი ფრიში ნაყიდ წითელ ღვინოს, იცინიან, ერთმანეთს მოგზაურობის ამბებს უყვებიან, მოკლედ ძილის და მოწყენის საშუალებას ბორტზე მყოფ არცერთი ეროვნების ადამიანს არ აძლევენ-ასეთები არიან ბასკები, ესპანეთის ალბათ ყველაზე გამორჩეული რეგიონის მკვიდრნი. აუცილებლად გამოგელაპარაკებიან, გაარკვევენ საიდან ხარ, რა სოციო-პოლიტიკური მდგომარეობაა შენს ქვეყანაში, როგორ მიდის ჩვენი საქმეები რუსეთთან და ა.შ, რჩევებსაც არ დაიშურებენ გეტყვიან, რომ ბასკეთში ჩასვლისას მხოლოდ ბილბაოთი არ შემოიფარგლოთ და აუცილებლად ეწვიოთ ულამაზეს სან-სებასტიანს. თუმცა ამჯერად მომიწევს მხოლოდ ბილბაოთი შემოვიფარგლო, თუმცა ამ ულამაზეს ქალაქში მიღებული შთაბეჭდილელებიც ნამდვილად გაზიარების ღირსია

img3

ბილბაო არ არის ტიპიური ევროპული ქალაქი, პირველი რაც თვალში გხვდება თავისუფალი, ვიწრო ქუჩებია, აქ ტრანსპორტს ფეხით სიარულს არჩევენ, ქალაქის ძირითადი უბნებიც სწორედ ქვეითად მოსიარულებისთვისაა განკუთვნილი. ბილბაო მთებითაა გარშემორტყმული, ქალაქი მთლიანად მწვანე საფარშია ჩაფლული, უამრავი სკვერი თუ პარკი ყოველ საღამოს სავსეა ადგილობრივებით. ქალაქში ვერ ნახავთ ცათამბრჯენებს, მაგრამ მაინც ბილბაო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქია, ერთმანეთთან სხვადასვხა არქიტეტურული სტილია შერწყმული, ქალაქის ძველი ნაწილი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ჭარბობს გოთიკური სტილი. ბილბაოში განსაკუთრებით უყვართ მკვეთრი ფერები, სახლები თუ ეკლესიები კლასიკური გოთიკური არქიტექტურითაა ნაგები.კათლიკები აქ ხშირად ჩამოდიან წმინდა ჯეიმსის კათედრალისა და სან ანტონიოს ეკლესიის სანახავად და მოსალოცად.

2

მდინარე ნერვიონი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს, მდინარეზე კი 17 ერთმანეთისგან განსხვავებული ხიდია გადებული.

img3

მე-14 საუკუნეშ დაარსებული ბილბაოს დეინდუსტრიალიზაციის პროცესი 1990 წლიდან დაიწყო, ქალაქში თანამედროვე ბიზნესცენტრებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები მიიწვიეს, მათი მთავარი ამოცანა კი ბილბაოს არქიტექტურული კონცეფციის სრულად დაცვა იყო, შესაბამისად ბილბაოში ჩასული ტურისტი ვერ გრძნობს თვალშისაცემ სხვაობას ქალაქის თანამედროვე და ისტორიულ უბნებს შორის.

7

თუმცა პირველი რის გამოც ბილბაო აუცილებლად უნდა ნახო ეს გუგენჰეიმის მუზეუმია. 11 ევროს გადახდის შემდეგ სხვა სამყაროში შედიხარ. პირველივე სართულზე განცდა გიჩნდება, რომ ლეგენდარული არქიტექტორის ფრენკ გერის გონებაში შეაბიჯე. მთელი სართული ფრენკ გერის არქიტექტურლ ინსტალაციებს „დროის შემთხვევებს“ უჭირავს, მეტალისგან დამზადებული ელიფსის ფორმის სხვადასხვა ზომის ლაბირინთებში ადვილად დაიკარგები. აუდიო გიდი კი გიყვება, როგორ შექიმნა თითოული მათგანი, სწორედ ხმოვანი გიდისგან იგებ, რომ ესკიზები ფრენკ გერის ცნობიერების ნაკადის შედეგია, ეს ხაზები და ფორმები არქიტექტორმა ტვინიდან ფურცელზე გადიატანა და საბოლოო ადგილი გუგენჰეიმის მუზეუმის პირველ სართულზე დაიდო. ლაბირინთებში ცოტა შიში გიპყორბს, ცდილობ უკან მიბრუნდე , მაგრამ უკვე სათვალავი გაქვს არეული რამდენ შესახვევს გასცდი, გზად სხვა დაკარგულები გვხდებიან , ვიწრო გასასვლელებში შიშ ნარევ სიცილს ვერ იკავებთ და ერთად ცდილობთ გზა გაიკვლიოთ.

5

დარბაზში დაბრუნებულს აუდიო გიდი გეუბნებათ აივანზე გახვიდეთ, სადაც მდინარე ნერვიონის ულამაზესი ხედი გელით. გუგენჰეიმსა და მდინარეს ოპტიკური ილუზია ყოფს, მუზეუმის წინ ხელოვნური მდინარეა შექმნილი, თუ აუდიო გიდს დაუჯერებთ და ხელოვნური მდინარის დინებას რამდნიმე წუთი უყურებთ, იგრძნობთ როგორ გაცოცხლდება და ამოძრავდება მუზეუმი თქვენს ფეხ ქვეშ, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ხელოვნური ნისლი იფრქვევა, რაც განცდას ამძაფრებს.

6

მუზეუმი რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ტიტანიუმისგანაა დამზადებული, რომელიც თევზის ფარფლებს მოგაგონებთ , მეტალი მზის სხივებს იზიდავს და გუგენჰეიმის თანამედროვე დიზაინს კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებს, მუზეუმიც ფერს არსებული ამინდის მიხედვით იცვლის. აუდიო გიდი გეუბნებათ პირდაპირ გაიხედოთ, სადაც გიგანტური ობობას ქანდაკებას დაინახავთ. 9 მეტრსი სიმაღლის ობობა „მამან“ სკულპტროს, ლუის ბერჟესის ყველაზე ცნობილი ნამუშევრია. მოქანდაკის ნამუშებრებში ობობას სილეუტი ხშირად იკვეთება, რომელსაც ლუის ბერჟესი დედას უძღვნიდა. მასიური სხეული თხელ ფეხებს ეყრდნობა, გოთიკური ელემენტებით შექმნილი სკულპტურა ლუი ბერჟესის ჩანაფიქრით სიძლიერისა და მებრძოლი ქალის ერთგვარი სიმბოლოა.

აივნიდან ისევ მუზეუმში ბრუნდებით, მეორე სართული ამჯერად მე-20 საუკუნის მხატვარსა და სკულტურს ჟორჟ ბრაკს უჭირავს. გამოფენა შემოქმედების მიხედვით ეპოქებადაა დაყოფილი. აუდიო გიდი გიყვებათ ვინ მოახდინა გავლენა ბრაკის შემოქედებაზე, როგორ გარდაიქმა იმპრესიონიზმი ფავიზმად მის მხატვრობაში, როგორ მეგობრობდა ანრი მატისთანა და ანდრე დერანთან. შემდეგ შედიხარ დარბაზში სადაც თვალს ჟორჟ ბრაკის ულამაზესი ნახატები გჭრის თვალს, ეს უკვე კუბიზმია. ასიმეტრიული გეომეტრიული ფიგურები, ოპტიკური ეფექტები-ჟორჟ ბრაკის მრავალფეროვანი შემოქმედების ნაწილია.კვლავ აუდიო გიდის ინსტრუქტაჟს მიყვები, მომდევნო დარბაზში ბრაკის შექმნილ კოსტუმებს ვხედავთ, საბალეტო დადგმიდან ამოჭრილი ვიდეო ინსტალაციის ქვეშ ვხედავთ წარწერას, რომ სასცენო გაფორმება და კოსტუმები სწორედ ბრაკს ეკუთნის. გუგენჰეიმის შიგნით მოგზაურობა ამჯერად აქ სრულდება. მესამე სართულზე ასვლა არ შეიძლება , რადგანაც სივრცეს ახალი გამოფენისთვის ამზადებენ. გუგენჰეიმის წინ კიდევ ერთი საოცრება გელით, სხვადასხვა ფერადი ბუჩქებისგან შექმნილი ლეკვის სკულპტურა ჯეფ კუნს ეკუთვნის. გუგენჰეიმის მუზეუმი თანამედროვე ბილბაოს სიმბოლოა, ეს ერთადერთი სირცეა, რომლის უნიკალურობასაც და გამორჩეულობას მსოფლიოს ყველაზე ენამწარე კრიტიკოსები, ხელოვანები და დამთვალიერებლები აღიარებენ.

8

ბილბაოს ბისკაის სანაპირომდე მეტროს 7 გაჩერება აშორებს. ულამაზესი ქვიშიანი სანაპირო ატლანტიკის ოკეანის გარშემოა გადაჭიმული, გზა პორტამდე პატარა დასახლებაზე გადის. პატარა ლამაზ სახლებს კიბე მიუყვება, ორი მეტრის გავლის შემდეგ კი ულამაზესი ხედი იშლება. ბისკაის სანაპირო სილამაზით არც კოტრდაზურს და არც ნიცას ჩამოუვარდება, მზე, მწველი არაა, ზღვა წყნარი და მზის სხივებისგან აციმციმებულია, ტურისტი ცოთა თუ შეგხვდებათ, სანაპირო პორტთან ახლოს ადგილობრივების საიდუმლო და საყვარელი წერტილია. წყალი ცივია, დრეს კოდი პლიაჟზე თავისუფალი. პატარა კაფეები მხიარული, გარუჯული ხალხით სავსე.

9

ბასკეთი ესპანეთის ინდუსტრიული ცენტრია. იმასაც ამბობენ, რომ თუ მათ ესპანეთისგან გამოყოფა გადაწყვიტეს ქვეყნის ეკონომიკა მძიმე დღეში აღმოჩნდება. ბასკები მეამბოხეები არიან, ეს ვიზუალზეც ეტყობათ. თუ ქალაქის ცენტრში მხოლოდ ძალიან გამოპრანჭულ და მოდურად ჩაცმულ ხალხს შეხვდებით, საკმარისია ოდნავ გარეუბანში გახვიდეთ, რომ ნახოთ როგორ გამოიყურებიან ნამდვილი ბისკაელები. მოკლედ შეჭრილი თმითა და მამაკაცურად ჩაცმული ბილბაოელი ქალბატონები ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებიან მადრიდელებისთვისა თუ ბარსელონელებისთვის. ერთ-ერთი მადრიდელი ქალბატონი ღიმილით გვიყვებოდა-შეხედეთ, როგორ იჭრიან თმას, ძალიან ქალურია არა?! ან რა აცვიათ, ასე მადრიდში არავინ გაივლის
საღამო ბილბაოში განსაკუთრებულია, დადიხარ მე-14 საუკუნეშ დაარსებულ ულამაზეს ქალაქში, ქუჩაში სიწყნარეა, ღია კაფეებიდან კი ხმამაღალი სიცილისა და საუბარის ხმა ისმის, სამი დღეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბილბაოსგან მიღებული შთაბეჭდილებები არასოდეს დაგავიწყდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s