Which Story do You Prefer?!

პის ცხოვრება ვნახე, ამჯერად სამ დეში, ვიზუალის ასაღწერად სიტყვები არ მეყოფა არასდროს .თუმცა ეს ფილმი ბევრად უფრო ღრმაა, ასე რომ არ ღირს დროის კარგვაა გრაფიკოსების, (რომელთაც ამ ფილმისთვის ოსკარი მიიღეს)ოპერატორისა და რეჟისორის ვირტუოზულ ოსტატობაზე თუ როგორ მიაღწიეს ამ შედეგს, დავიწყებ ფილმის სათაურით “პის ცხოვრება”- ასე ქვია იან მარტელის ნოველს, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს, წიგნშიც და შესაბამისად ფილმშიც პის, იგივე პინსან პეიტელის ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს ვხედავთ-ბავშვობიდან 16 წლამდე,  თუმცა ნოველის ავტორმა სახელი წიგნისთვის აბსოლუტურად სწორად შეარჩია, ეს არის ცხოვრება, ყველა ის ეტაპი, რომელიც ადამიანმა ცხოვრების მანძილზე უნდა გაიაროს- ბავშვობა, მოზარდობა, საკუთარი თავის ძიება, ადგილის დამკვიდრება ჯერ ოჯახის წევრებს შორის, შემდეგ საზოგადოებაში, ბუნების კანონების შეცნობა,  პირველი სიყვარული, ახალი თავგადასავლები, სირთულეების დაძლევა, ბოლომდე ბრძოლა, არ დანებება მაშინაც კი როცა გამოსავალი არ ჩანს და რწმენა, არ არის აუცილებელი იყო მორწმუნე, უბრალოდ უნდა გწამდეს, რომ არსებობს რაღაც, შენი პირადი ღმერთი, რაც შეგმატეს ძალას იბძროლო ბოლომდე და შეხვდე ყველა გამოწვევას, ისე როგორც მორიგ ბედნიერებას-ეს არის ცხოვრება, სწორი ცხოვრება. 

 ფილმის მთავარ გმირს, ჯერ კიდევ სრულიად პატარას არ აბრკოლებს საზოგადოება, სადაც მას ერთობ უხერხული ზედმეტსახელით (პინსუნ) მოიხსენიებენ, პირიქით ზაფხულის არდადეგების დროს მთელ ძალას პოულობს იმისთვის, რომ დაუმტკიცოს ყველას მისი გამორჩულობა სწორედ მის სახელშია, მისი სახელია პი. 

 პი ეძებს თავგადასავლებს, საოცრად ცნობისმოყვარეა , არ უშვებს შანსს გაიგოს, შეიცნოს ყველაფერი ახალი. არ უშინდება საშინელ შტორმს, გადის გემბანზე, შეიძლება ეს მის ახალგაზრდულ სულს მივაწეროთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პი იგივესკენ მოუწოდებს ძმას, რავის და მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ძალიან მცირეა. პის გახნილობა ცხოვრებისადმი ხდება მისი გადარჩენის მთავარი მიზეზი. იგივეს ამტკიცებს თანაცხოვრება ბენგალურ ვეფხვთან, მხოლოდ რიჩარდ პარკერი, მისი სულის შეცნობა, საკუთარი თავისთვის იმის დამკიცება, რომ მამა ცდებოდა, როდესაც რიჩარდ პარკერში მხოლოდ მხეცს ხედავდა და დამტკიცება, იმისა რომ მსოფლიოში ყველაზე საშიშ მტაცებელსაც აქვს სული ხდება ღია ოკეანეში 172 დღის გატერებისა და თავის გადარჩენის მთავარი მამოძრავებელი ძალა.  

ფილმში მუდმივად თვალში მოსახვედია კადრები, სადაც წყალი და ცა ერთმანეთს ერწყმის, რთულია გაავლო მათ შორის ხაზი, ესეც ცხოვრებაა-ცა და ზღვა ორი სიმბოლო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მათი გადაკვეთის წერტილში უწევს არსებობა, ადამინი, რომელიც მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის ხაზზე არსებობს.

 

მოძრავი კუნძული, უჩვეულო თვისებებით- არჩევანი დარჩე და მიიღო ბუნება, ისეთი როგორიცაა თუ გააგრძელო შენი გზა და შეცვალო ცხოვრება.

ფილმის მთავარი გმირი რიჩარდ პარკერთან დაშორებას განიცდის, ის ტირის, იცის, რომ ის მხეცია და ინსტიქტია ველურ ბინებას შეუერთდეს, თუმცა მისთვის მოგზაურობის დასასრულს რიჩარდ პარკერი (ვეფხვის სახელიც კი რა სიმბოლურია)-მართლაც რიჩარდ პარკერად , ანუ ადამიანად იქცა. ადამიანთან ურთიერთობის დასრულების განცდა არ გრჩება მაშინ, როდესაც ვერ დაეშვიდობები , მასთან სათქმელი გრჩება, ურთიერთობას ვერ უსვამ წერტილს, სწორედ ამიტომ ტიროდა  პი პეიტელი.Image

ფილმში პი ორ ისტორიას ყვება, ორივეს ერთნაირი დამაჯერებლობით, მთავარი გმირი სრულ თავისუფლებას აძლევს მაყურებელს თავად კი არ აირჩიოს, რომელ ისტორიას დაიჯერებს, არამედ უპირატესობა მიანიჭოს. სრული ინტერპრეტაცია, რომელს აირჩევთ თქვენ, შეგეშინდებათ დაუჯერებელი ისტორიების და აირჩევთ ვერსიას , სადაც ადამიანები არიან თუ ენდებით პის მოყოლის და აირჩევთ ვერსიას , სადაც ვეფხვია?ფილმის მთავარი გმირიც იგივე კითხვას სვამს რომელ ისტორიას მიანიჭებთ უპირატესობას თქვენ,Prefer  და არა  Choose ამ შემთხვევაში  მე არ ვიმსჯელებ პრინციპით-ის რაც არ გვინახავს არც ყოფილა და ავირჩევ ვერსიას , სადაც  რიჩარდ პარკერია.

Image

ენგ ლიმ ამ ფილმისთვის ოსკარი აიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, ფილმმა ყველაზე მეტი 4 ოსკარი დაიმსახურა. ბევრს კი იან მარტელის ამ ნოველის ფილმა ქცევა არაელური ეგონა, 20th fox-ს კი სჯეროდა, ფილმის ერთ-ერთი თავარი ხაზიც ეგაა რისიც გჯერა, აუცილებლად განხორციელებადია. ბოლოს კი სრული სიამოვნებისთვის კომპოზიცია, რომლისთვისაც მაიქლ დანამ ოსკარი მიიღო.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s