Party, Karamu, Fiesta, Forever

Party, Karamu, Fiesta, Forever-ამ სიტყვებით დაიწყო ენრიკე იგლესიასის კონცერტი ბათუმში. Party, Karamu, Fiesta, Forever-ნიშნავს მთელი ღამე ძალიან ენერგიულ გართობას და დასაწყისმა მართლა გაამართლა. ამ კონცერტზე ის ადამიანებიც გაერთობოდნენ, ვისაც ენრიკეს შემოქმედებასთან კი არა პოპ კულტურასთან საერთოდ არ აქვს შეხება. ენრიკე მეინსტრიმია, მაგრამ ასეთ დროს ეგეც უნდა დაივიწყო და უბრალოდ Party, Karamu, Fiesta, Forever!!!!

უკვე ზედიზედ მეორე წელია ზაფხულის ამ პერიოდში ანუ ივლისის ბოლოს რომელიმე ვარსკვლავს ვხვდები. ზედიზედ ორი წელია ეს ვარსკვლავი ლათინოსია. წინა წელს ეს მსახიობი გაელ გარსია ბერნალი იყო (მექსიკიდან), წელს კიდევ ერთხელ გამიმართლა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჩემს სამსახურს და გადაღებაზე ბათუმში აღმოვჩნდი, პოპ ვარსკვლავ ენრიკე იგლესისთან (ესპანეთი). ვერ ვიტყვი, რომ მის შემოქმედებას კარგად ვინცობდი, ერთი ორი სიმღერა მოსმენილი მქონდა. მაგალითად ვიცოდი რა განწირული ხმით უმღეროდა ვიღაც ქერათმიან მოდელს “შენი გმირი მიწოდეო”, ვიცოდი, რომ ანნა კურნიკოვას ხვდება აგერ უკვე 8 წელი. წასვლამდე მის ახალ ალბომსაც მოვუსმინე. “ეიფორია” საერთოდ არ გავს მის წინა ნამუშევრებს, თანამედროვე პოპ მუსიკისთვის აუწყია ფეხი ენრიკეს. რამდენიმე სიმღერა პიტ ბულთან ჩუწერია, უახლესი ჰიტები კი აშერთან და ნიკოლ შერზინგერთან. საბოლოო ჯამში ეიფორია სულაც არაა ცუდი ალბომი,სიმპატიურ ენრიკეს ახალი იმიჯიც უხდება . ენერგიული , მხიარული და მოფლირტავე გამხდარა , აღარაა მწარედ შეყვარებული რომანტიკოსი ბიჭი.

რაც შეეხება კონცერტს ძალიან მაგარი გამოდგა, ყოველ შემთხვევაში ასეთი დონის ორგანიზებული კონცერტი საქართველოში არასოდეს მინახავს. ემ თი ვიმ ბოლომდე იზრუნა იმისთვის, რომ ხმა ,განათება, სცენა მართლა უმაღლესი სტანდარტების ყოფილიყო და გამოუვიდა კიდეც. დეკორაცია სცენაზე ყოველი ნომრის შემდეგ უსწრაფესად იცვლებოდა. ქართველი მომღერლების შემდეგ კი საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ენრიკე გამოჩნდა, სანამ სცენაზე გავიდოდა ჟურნალისტების პლატფორმას ჩაუარა. 36 წლის არის, მაგრამ თინეიჯერი ბიჭის სტილი აქვს მორგებული, თავიდან ფეხებამდე პოპ ვარსკვლავია, მანერებით ჩაცმულობით ქცევებით, ფანებთან მიმართბეში ყველაზე მეტად მომეწონა მისი საქციელი. თავს არასოდეს არიდებს მათ. მაგალითად სასტუმროში ცენტრალური შესასვლელიდან მიდის და არა სარგებლობს ვიპ შესასვლელით. უამრავ ფანს ხელს ართმევს, ფოტოების გადასაღებადაც თითონ ეპატიჟება. თუ ავტოგრაფს თხოვ უარს არც მაგაზე ეუბნება არავის და რაც მთავარია აქვს ყველაზე მაგარი მზერა.

რაც შეეხება კონცერტს მართლაც ემ თი ვური იყო, ენრიკესაც თავი არ დაუზოგავს, სცენაზე ბოლომდე დაიხარჯა.საპასუხო რეაქციაც ადეკვატური იყო. ქართველმა თინეიჯერობამ პოპ შემსრულებლის თითქმის ყველა სიმღერა ზეპირად იცოდა.
ენრიკე თავის ბათუმურ შთაბეჭდილებებს შემდეგ უკვე ტვიტერზე თავის “ფოლოუერებს” უზიარებდა და ეუბნებოდა, რომ ბათუმში “ნამდვილი” აფეთქება ჰქონდა.

და კიდევ ენრიკე ჩემი ყველაზე სიმპატიური რესპოდენტია. შერატონის ფოიეში დაღლილ დაქანცულს კონცერტის შემდეგ ინტერვიუს მოცემა არ დაეზარა და არც თავი დაუფასებია, რითაც თავისი ვარსკვლავობის მიუხედავად უბრალოებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. შერატონის ფოიეშივე არ დაეზარა და ფანებთან სურათის გადაიღო. ჩემს კომპლიმენტებზეც (ვუყვიროდი That was greatest show ever-თქო) გულ წრფელად მიხდიდა მადლობებს. საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი კონცერტი გამოვიდა. ამბობენ ემ თი ვი კიდევ დაბრუნდება სხვა ლაივ კონცერტებით საქართველოშიო, ველოდები და ძალიან მინდა ბევრი კარგი მომღერალი საქართველოში.

მისი უახლესი სიმღერა, რომელიც ლაივზე ძალიან მაგრად იმღერა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s