ზაფხულის პრემიერები

გადამწყვეტი ბრძოლა მაგების სამყაროში. მთელი მსოფლიო ჰარი პოტერის შვიდწლიანი საგას დასასრულს ელოდება. ჯადოქარი ბიჭისა და მისი მეგობრების თავგადასავალი მსოფლიო პოტერომანების ყურადღების ცენტრშია. შავ ლორდსა და ჰარი პოტერს შორის უკანსკნელ ბრძოლა სიქველის ბოლო ფილმში ”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებში” გაიმართება. სამ დე ფორმატში გადაღებულ ჰარი პოტერს მსოფლიო კინოეკრანებზე ივლისში ნახავენ. კინოკრიტიკოსებმა ჰარი პოტერის დასასრული უკვე შეაფასეს როგორც ათწლეულის მოვლენა.


კავბოევბი და უცხოპლანეტელები – სათავგადასავლო ფილმი ჰარისონ ფორდისა და ოლივია ვაილდის მონაწილეობით მსოფლიო კინოეკრანებზე 29 ივლისს გამოვა. ვარსკვალვურმა ომებმა და კოსმოსურმა ხომალდმა ამჯერად არიზონაში და მე-19 საუკუნეში გადაინაცვლა. კავბოებმა ფილმში თავიანთი მიწა უნდა დაიცვან
კიდევ ერთი ფანტასტიკა, რომელსაც კინომოყვარულები ელიან ”სუპერ 8” არის. უცნაური მოვლენების სერია, რომელიც 1979 წელს ამერიკის ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. მეგობრების ჯგუფი უცნაური მოვლენების გამოძიებას იწყებს. ფილმში მთავარ როლს დამწყები მსახიობი, 13 წლის ელა ფენინგი თამაშობს.
მწვანე ლამპარი რაიან რეინოლდისა და ბლეიქ ლაივლის მონაწილეობით, კიდევ ერთი ჰოლივუდი ბლოკბასტერია. ფილმში მთავარ გმირს უცნაური მწვანე კოსტიუმის მორგების შემდეგ განუზომელი ძალაუფლება ენიჭება. მისი მთავარი ამოცნაა გალაქტიკებს შორის მშვიდობა დაიცვას.
ტომ ჰეკსისა და ჯულია რობერტსის სამსახიობო წყვილი ახალი ფილმისთვის გაერთაინდა. ტომ ჰენქსი ”ლარი ქრაუნის” რეჟისორიცაა. ფილმში მოთხრობილია საშუალო ასაკის ადამიანის ისტორია, რომელიც სამსახურს კარგავს და ისევ კოლეჯში იწყებს სწავლას.
კიდევ ერთი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის ”სხვა დედამიწის” პრემიერა შედგება კინოთეატრებში 20 ივნისს. ახალგზრდა სტუდენტი შემთხვევით მზის სისტემაში დედამიწის ანალოგიურ პლანეტას აღმოაჩენს
”შეშლილი გიჟი სიყვარული” – სტივ ქარელისა და რაიან გოზლინგის მონაწილეობით დიდ ეკრანებზე 29 ივლისს გამოვა. მამებისა და შვილებს ურთიერთობა, და ოჯახური კრიზისი, რომლის გადაჭრასაც სტივ ქარელის გმირი ცდილობს ფილმის მთავარი სიუჟეტია

3 thoughts on “ზაფხულის პრემიერები

  1. ჰოოოდა, ზუსტად ჰარის პრემიერისთვის მოვრჩები მე-7 ნაწილის კითხვას 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s