აქსესუარები ქეთრინისთვის

ძალიან დიდხანს ველოდეთ 29 აპრილს. ძირითადად კი მოლოდინის მთავარი მიზეზი ის იყო, რაც ქორწილებში ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს-როგორ გამოიყურება პატარაძალი, რა კაბა აცვია, ვინ შეკერა ეს კაბა. ამ შემთხვევაში მოლოდინი ალბათ ასმაგი იყო, რადგანაც საქმე არც მეტი არც ნაკლები ქალბატონ ქეთრინ მიდლტონს, უინძორების პატარაძალს და დიდი ბრიტანეთის პრინცესას ეხება. ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა მის ულამაზეს, მაქმანებით გაწყობილ კაბაზე, ქეთრინის გამოჩენიდან რამდენიმე წამში უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა, რასაც ბუკინგემის სასახლის ყველა მკვიდრი ამდენ ხანს საიდუმლოდ ინახავდა ანუ ის, რომ კაბა ალექსანდრე მაქვინის მოდის სახლის კრეატიულმა დიზაინერმა სარა ბარტონმა შექმნა. მანამდე ძალიან ბევრს მსჯელობდნენ ვისზე შეაჩერებდა არჩევანს დახვეწილი გემოვნების ქეთრინი. კაბა შესანიშნავაი, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან დღეს არანაკლები აქსესუარია ფეხსაცმელი, რომელიც ასევე დიდი სიფრთხილით იყო შერჩეული პრინცესასთვის. ფეხსაცმელზეც მაქვინის მოდის სახლმა იზრუნა. სპილოსძვლისფერი ატლასისაგნ შექმნილ ულამაზეს ფეხსაცმელზე ხელით ყავილები იყო ამოქარგული. ის სპეციალურად პრინცესასთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში იქმნებოდა და მასზე ბარტონთან ერთად დიზაინერების მთელი ჯგუფი მუშაობდა. ფეხსავმელიც კაბის მსგავსად ისიც მანქმანებით არის გაწყობილი. 4.5 ინჩის ხის ქუსლი აქვს, არც ძალიან წვრილი და არც ძალიან სქელი, სწორედ ამიტომ პირინცესამ ვესტმნისტერის სააბატოში თავისი პრინცისაკენ მიმავალი გზა ძალიან კომფორტულად გაიარა:))

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი, თუ ამას შეიძლება აქსესუარი ვუწოდოთ, ტიარა იყო. ცნობილია, რომ პრინცესამ ქორწილში რაიმე ძველი ნივთი უნდა ჰუნდა ატაროს, ქეთრინისთვის ეს დედოფლის ტიარა აღმოჩნდა, რომელიც მის ვარცხნილობას და ჩაცმულობას ძალიან მოუხდა და კიდევ უფრო სამეფო ელფერი შესძინა.
პლატინის ტიარა, რომელიც მთლიანად ბრილიანტებით არის მოოჭვილი ელიზაბეთ მეორეს მშობლებმა მაშინ აჩუქეს, როცა ის 18 წლის გახდა.სულ პირველად კი ის ბრიტანეთის მონარქმა ჯორჯ მე-6 თავისი მეუღლესთვის დაამზადებინა 1936 წელს.

ქეთრინის საყურეებზე კი მისმა მშობლებმა იზრუნეს. პირნცესას ქორწიილში პლატინისა და ბრილიანტებისგან გაკეთებული ულამაზესი საყურე ამშვენებდა.

2 thoughts on “აქსესუარები ქეთრინისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s