Just another Georgian Movie

იუმორი ქართულ კინოში ძალიან მძიმე თემა, რომ არ არის ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.”მამაჩემის გერლფრენდი” ნიკა ხომასურიძის ახალი ფილმია, აი იმ დამწყები რეჟისორის “ჰოლივუდში”, რომ ისწავლა და მერე დავით აღმაშენებლზე ფილმის გადაღებას და ნახევარი ჰოლივუდის ჩამოყვანას, რომ გვპირდებოდა. ისე ცნობისთვის გეტყვით, რომ “დიდგორის ბრძოლა” მართლა გადაიღო, ადგილობრივი სელებრითების მონაწილეობით, მაგრამ ეს ფილმი არავის გვინახავს. მერე კიდევ ერთი აჟიოტაჟი ატეხა ფილმს ვიღებ უწყვეტ კადრად და ბერლინალეზე მიმაქვს გასაყიდადო. ამის მერე კიდევ ორ კვიარში კიდევ ერთი “masterpiece” გადაიღო “მამაჩემის გერლფრენდი”. აბსურდული, იდიოტობამდე მისული ჩახლართული სიტუაცია. ოჯახი ქართულია, მაგრამ დიასახლისის როლის შემსრულებელს რატომღაც რუსული აქცენტი აქვს და გარეგნობითაც ძალიან გავს მეზობელი ქვეყნის ტიპიურ წარმომადგენელს, თავისი ზედმეტად გულახდილი ჩაცმულობითა და მანერულობით. სიტუაცია გროტესკულია ოჯახში. აი რაღაცით “ამერიკული სილამაზეც”, მომაგონა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ძალიან უნიჭო წაბაძვაა. გოგოს მოსწონს გიგი, რომელისაც თავდავიწყებით უყვარს გოგოს, თათას დედა. თათას მამას უნდა ცოლი ღალატში გამოიჭიროს და ამისთვის დეტექტივს ქირაობს (შორენა ბეგაშვილი:), რომელთანაც ცოლს თავად ღალატობს. გიგის დედა ქმარს ღალატობს შვილის საუკეთესო მეგობართან, ზურასთან , რომელსაც თავის მხრივს თათა უყავს. ეჭვიანობისგან დაბრმავებული ქმარი გიგიზე შურისძიებას გეგმავს და შემთხვევით ზურას ჭრის. ცოლს ბევრი ფული აქვს, დეტექტივი, თამუნა და ქმარი, ზაზა მის გაძარცვას გეგმავენ. მოკლედ სიტუაცია ტრიალებს, უფრო იხლართება და დრამატურგიის განვითარებასთან ერთან უფრო უაზრო ხდება. გაწელილი სცენარით შეიძლება ფილმის სეანსის დროს ჩაგთვლიმოთ კიდეც. ფილმში კიდევ ერთი გმირია, აი ისეთი ყველა ხელს, რომ აწმენდავს ხოლმე, მალიარი ორი დიპლომით. ფილმს რეფრენივით გასდევს მალიარის ფრაზა, რომელზე აღარავის ეცინება “ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, სულ მალიარი კი არ ვიყავი”. და კიდევ მთელ ფილმს ლაიტმოტივად გასდევს სიმღერა ტექსტით “იყიდება საქართველო”
მოკლედ რეჟისორს ძალიან უნდოდა თანამედროვე ქართული საზოგადოების “მანკიერებებზე” გაესვა ხაზი, მაგრამ უნიჭო იუმორის ზეიმი კი გამოუვიდა. ქართული რეალობის არქეტიპების ანალიზს სჯობს ისევ ისტორიულ, ბატალურ სცენებზე იფიქროს. თან აცხადებდა კრიმინალური კომედია და ამ ჟანრში პირველი ქართული ფილმი გადავიღეო. კრიმინალურს რაც შეეხება ალბათ ორ გასროლას და უსუსტეს დეტექტიურ ხაზს გულისხმობდა. ფილმის ერთ-ერთი გმირი ყოფილი კრიმინალი აღმოჩნდა, თუმცა კონკრეტულად რა დააშავა ბეგაშვილის გმირმა გაურკვეველი დარჩა და კომედიაში ალბათ იმ დიალოგს გულისხმობდა ფილმის დასაწყისში სახლის მეპატრონესა და მალიარს შორის, რომ იმართება, დაახლოებით ასე ჟღერს:
“ამ კედელს გაგაჯავ, მერე ამ კედერს უნდა შეგაჯვა და იმ კარს გამოგაჯვა ”
მოკლედ სულ ეს იყო. ამ ბოლოს დროს ქართული კინემატოგრაფის მარგალიტებს, რომ ვუყურებ საბოლოოდ ვრწმუნდები – ქართულ კინოს აწი ვეღარავინ უშველის.

One thought on “Just another Georgian Movie

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s