ნიჭიერი

nichieri
nichieri

რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს, ანუ ორშაბათს, 7 მარტს ”ნიჭიერი” ეთერში გასვალს. ძალიან ,რომ მომნატრებია ამას ჩაწერაზე მივხვდი, როცა სიუჟეტს ვაკეთებდი შოუს კასტინგის დაწყებაზე. ფილარმონია უამრავი კონკურსანტი-ზოგი ნიჭიერი, ზოგი ძალიან ნიჭიერი და ძალიან ბევრი ”ნიჭიერი”. ბევრი შთამბეჭდავი და სასაცილო ნომერი, ზოგი გამაღიზიანებელიც, აი ისეთი გულში რომ იტყვი-”პატრონი არ ყავს კასტინგზე ვინ გამოუშვაო”. ჩაწერები რამდენიმე კვირა გაგრძელდა, საბოლოოდ ყველაფერი შვიდ საეთერო გადაცემად შეიკრა.
პირველი გადაცემა და მეორე სეზონის ეთერში დაბრუნება მართლა შთამბეჭდავი გამოვიდა. მიშელ ჯეკსონს რა დამავიწყებს. კასტინგებზე პირველი სამ კაციანი ჟიურის წინაშე, სწორედ ის გამოვიდა ამბიციით რომ ცეკვა და სიმღერა ერთნაირად კარგად შეეძლო. საწყალი ჯექსონი ალბათ საფლავში ტრიალებდა მაშინ როცა ბელა სოფრომაძემ მისი სახელი მიშელით შეცვალა და მერე როცა უკვე ცეკვა დაიწყო “remember me”-s ჰანგებზე. დარბაზის რექაცია-ცერა თითები დაბლა. პირველი კონკურსანტი სცენიდან ისევ საკუთარი უსაზღვრო ამბიცითა და ჟიურიზე გაბრაზებული გაბრუნდა.
ვერ გათიშა, ძალიან ეცადა, მსურველებიც ბევრი გამოუჩნდა, მართალია მერაბ სვანაშვილმა ძალიან მოინდომა. მერე რა თუ ნიჭი არა აქვს, ხალხმა მაინც გაიცნო და წესით ამითაც ბედნიერი უნდა იყოს. მე თავად ილუზიონისტზე მეტად აუდიტორიაზე გავბრაზდი. ტვინის გათიშვის ასამდე მსურველი მაინც იჯდა ფილარმონიის დარბაზში.

მაგრამ პირველ გადაცემაში ყველაზემეტად ორ კონკურსანტს გამოვარჩევ.
ნატალი ვეფხვაძე თავისი პატრიოტული სიმღერით ”საქართველო” . გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სიუჟეტიც გავაკეთე და მართლა ძალიან შემეცოდა ეს უსინათლო მომღერალი, რომელიც უმძიმეს პირობებში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს და ფულის საშოვნად გამვლელებისთვის მეტროში მღერის. მხედველობის პრობლემა გენეტიკურია და დედისგან დაყვა. დედას მთელი საქართველო იცნობს 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. არადა ნატალიმ კატარაქტას ოპერაცია, რომ გაიკეთოსმისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლენა, არა მისი ცხოვრება უკვე შეიცვალ მას უკვე ყველა ცნობს, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველანი მისკენ თითს იშვერენ-”ეს ის გოგო არაა ”ნიჭიერზე ძალიან მაგრად, რომ იმღერა”, მერე მიდიან ულოცავენ და თითქმის ყველა ეუბნება,რომ მისმა ნამღერმასოფოსთან ერთად მთელი საქართველო აატირა და გულიაუჩუყა.

მეორე იყო პატარა მოცეკვავე -ნიცა ყიფიანი, რომ ვთქვა ბავშვებზე ვგიჟდები-თქო მოვიტყუები, მაგრამ ეს წითური გოგო,რომელიც ძალიან მაგრად ცეკვავდა, მთელი ემოციით ნამდვილად შთამბეჭდავი იყო:)
მოკლედ ველოდები მეორე გადაცემას, თან ძალიან ისეთი დამაინტრიგებელი ანონსი გაუკეთეს, რომ ალბათ მთელი საქართველო ელოდება. ”ნიჭიერის” პირველი სეზონი ძალიან მიყვარს. მთელი გაზაფხული შოუს ნახევარფინალებზე გავატარე და ძალიან კარგი დროც გავატარე. ეს ახალი სეზონიც ძალიან მაგარი ჩანს. გადაცემის შემქმნელებმაც ხომ იმ პრინციპით იხელმძღვანლეს, რომ რუსთავი 2-ის მაყურებელს ათქმევინონ-”მეორე სეზონი ჯობია პირველს”. დარწმუნებული ამის თქმას ყველაზე კრიტკულ აუდიტორიასაც აიძულებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s