ოსკარის მოდა

ზუსტად ორიდ დღე რჩება წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენამდე. მსახიობების უმრავლესობას სასურველი დიზაინერი და კაბა ალბათ უკვე არჩეული ყავთ. ჟურნალი “People” კი მათთვის ვისაც ჯერ არ შეურჩევია რითი იბრწყინოს წითელ ხალიჩაზე კომპეტენტური მოდის კრიტიკოსების რჩევას აქვეყნებს. რა შეიძლება ჩაიცვან ოსკარის ქანდაკებისთვის მებრძოლმა ქალებმა და შოუს წამყვანმა ენ ჰეთვეიმ.

შოუს წამყვანს უამრავი ტანისამოსის გამოცვლა მოუწევს. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰეთვეი არჩევანს არმანიზე, ჯეი მენდელზე და ოსკარ დელარენტას კაბებზე შეაჩერებს. არჩეული კაბების სტილი კი დაახლოებით ასეთი იქნება

თანამედროვე ქალღმერთი- ასე უწოდებენ ოსკარის ერთ-ერთ ნომინანტს ნატალი პორტმას. წითელ ხალიჩაზე გავლის შემდეგ დიდი შანსია “შავი გედის” ვარსკვლავი სცენაზეც მოხვდეს ოქროს ქანდაკების სახლში წასაღებად. სავარაუდოა, რომ მისი ფავორიტი დიზაინერი ოსკარის რიგით 83-ე დაჯილდოვებაზე მაქს აზარია იქნება.

ქალის საუკეთესოდ შერულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარის მოპოვებას ეცდება წითელთმიანი ემი ადამსი. არჩევანს მსახიობი სავარაუდოდ კაროლინა ჰერერაზე ან ელი სააბზე შეაჩერებს.


საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში წარდგენილი მიშელ უილიამსი მოდის კრიტიკოსების აზრით კაბას ან ვალენტინოს ან აზაროს კოლექციებიდან აირჩევს.

ოსკარის ყველაზე პატარა ნომინანტი “True Grit”-ის ვარსკვლავი 14 წლის ჰეილი სტენფილდისთვის კაბას სავარაუდოდ “მიუ მიუ” ან “პრადა” შექმნის. წელში გამოყვანილი ნაკლებად ქალური კაბით იპოზიორებს წითელ ხალიჩაზე ფოტოობიექტივების წინ კოენების ახალი აღმოჩენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s