Helligoland

ჩემს ძალიან საყვარელ ჯგუფზე “Massive Attack”-ზე და მათ ბოლო ალბომზე “Helligoland”-ზე მინდა მოგიყვეთ. 80-იან წლებში, სამი კაცისგან შემდგარი ჯგუფის ბოლო ალბომი ფანებმა 2010 წელს მოისმინეს და შეაფასეს. ელექტროუნული მუსიკის, ჯაზისა და ფიუჟენის ბრწყინვალე ნაზავი-“Helligoland”-ისთვის შექმნილი კომპოზიციებისთვის ვოკალისტები ოთხი მუსიკალური ჯგუფიდან მოიწვიეს. ალბომში სულ ათი კომპოზიცია მოხვდა.

“Pray for rain”-ჟანრის განსაზღვრა რთულია, ერთმანეთს იდეალურად ერწყმის ფიუჟენი და ელექტრონული მუსიკა. ტექსტი სიმღერისთვის რობერტ დელ ნაჯამ დაწერა, ადამიანი, რომელიც ჯგუფში შექმნის დღიდან არის.


Girl I Love You – ჩემი ყველაზე საყვარელი კომპოზიცია, არამარტო ამ ალბომში, არამედ “Massive Attack”-ის მთელ შემოქმედებაში, ლამაზი მელოდიის გარდა ძალიან საინტერესო ტექსტი ნეილ დევიდის ავტორობით.

Psyche – Perfect Night Song-ასე მოკლედ და ლაკონურად შევაფასებდი მას. ქალის ვოკალი სიმღერაში მარტინა ტოპლის ეკუთვნის.

Paradise Circus -ეს კომპოზიცია ძალიან გავს ამ ჯგუფის გასული წლების შემოქმედებას და ახალი ალბომის სტილისტიკიდან ცოტა ამოვარდნილია.
[
Atlas Air -ეს არის კომპოზიცია, რომელმაც პირადად მე პირველივე წამებიდან და აკორდებიდან მომაჯადოვა. მუსიკა მაგიური, ვოკალი არაჩვეულებრივი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s