ჰოლივუდელ ვარსკვლავებს ახალი ფავორიტი ყავთ. “ოქროს გლობუს”-ზე წითელ ხალიჩაზე შეკრებილი მსახიობების უმრავლესობას ფეხს დიზაინერ ბრაიან ატვუდის ფეხსაცმელი უმშვენებდა. ამ დიზაინერის გვარი და სახელი პირველად სწორედ მაშინ გავიგე. დღესდღეობით ფეხსაცმლის ყველაზე ცნობილი ბრენდის “ბალის” კრეატიული დირექტორი ჰოლივუდში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ატვუდი მალე ისეთ ბრენდებს ჩაანაცვლებს, როგორიცაა მაგალითად ლუბუტენი ან ჯიმი ჩუ.
ბრაიან ატვუდი, ყოფილი მოდელია.დიზაინერის ამპლუაში პირველი გამოცდილება “ვერსაჩეს” მოდის სახლში მიიღო, მილანში. ამ პერიოდში ის ჯანი ვერსაჩეს ტრფობის ობიექტიც გახდა. ლეგენდარული დიზაინერი მას სიყვარულით ბრაიანინოსაც ეძახდა თურმე.
ატვუდის “ბალის” სათავაში ჩადგომამ, ბრენდს ისეთი ცნობილი კლიენტები შემატა, როგირიცაა ჯესიკა ალბა, ზოე სალდანა. ატვუდის მთავარ ღირსებად მაქსიმალური სისადავე და მკვეთრად ხაზგასმული ინდივიუდალობა ითვლება.
ბრაიან ატვუდი ლაბელად 2001 წელს ჩამოყალიბდა. დღეს დღეობით ის ფეხსაცმელების გარდა აქსესუარების საკუთარ ბრენდსაც ფლობს.დიზაინერის საყვარელი სამუშაო მასალა ძვირადღირებული ტყავია.
“მისი ფესხსამცლის ტარება დიდი პრესტიჟია”-Harper’s Bazaar-თან მიცემულ ინტერვიუში ჯესიკა ალბა სწორედ ბრაიან ატვუდზე და მის ფეხსამელზე ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ კინოვარსკვლავებში ძალიან პოპულარულია, დიზაინერი ამბობს, რომ არცერთ სელებრითისთან დაახლოებას არ ცდილობს პოპულარობისა და წარმატების მოსაპოვებლად. “თუ ვხედავ, რომ რომელიმე მსახიობს უგემოვნო ფეხსაცმელი აცვია და შემდეგ ის მოდის ჩემთან ჩემი ბრენდის ფეხსაცმლის საყიდლად ეს ჩემთვის კატასტროფაა”.
ატვუდი “ოქროს გლობუსის” ყველაზე გემოვნებიან ბრენდად აღიარეს. მის ფეხსაცმელებს უპირატესობა ყველაზე გემოვნებიანმა მსახიობებმა: ენ ჰეთვეიმ, მეგან ფოქსმა, ევა ლანგორიამ … მიანიჭეს. სავარაუდოა, რომ ოსკარის ცერემონიალზეც ამერიკელ ვარსკვლავებს თავის მოწონება, სწორედ ბრაიან ატვუდის ფეხსაცმელებსა და აქსესუარებში მოუნდებათ.
Put sharing button please 🙂
auu ar vici rogor unda:))) mec minda rom gavaketo magram ver vshvrebi:)))
fb-ზე ბაგრატიონის ვოლზე გადი იმის სტატუსის ქვეშ დავწერე როგორ უნდა და შენც ისე გააკეთე 🙂