რომელ ბრედთან? პიტთან!

Dato_Bakhtadze
Dato_Bakhtadze

რამდენმა იცის საქართველოში ვინ არის დათო ბახტაძე. ალბათ ძალიან ცოტამ. დათო ბახტაძე მსახიობია, თბილისში დაიბადა 1966 წელს, მეტი მის ბიოგრაფიაზე ვერაფერი გავიგე, თუმცა მის ცხოვრებაზე ძალიან ბევრს წერენ ისეთი პრესტიჟული გამოცემები როგორიცაა “ჰოლივუდ აქსესი”, წერენ ვის ხვდება, რომელ წვეულებაზე დაინახეს, რომელ რეჟისორთან მუშაობს, რა ფილმში იღებენ. ძალიან მაგარია, როდესაც ასეთი გლამურულ–ჰოლივუდური ნიუსების მთავარი გმირი ქართველი მსახიობია, მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტი, რომ მასზე საქართველოში ძალიან ცოტას სმენია.

დათო ბახტაძეს პოპულარობა რუს რეჟისორთან ტემურ ბიკმბაბეტოვტან მუშაობამ მოუტანა. სწორედ მისი დახმარებით მოხვდა ის ანჯელინა ჯოლისთან, ჯეიმს მაკევონთან და მორგან ფრიმანთან ერთად ერთ გადასაღებ მოედანზე. მძაფრსიუჟეტიან ფილმში “ძებნილი” ის ჰოლივუდის გრანდების პარტნიორია და არ გეგონოთ რაიმე “ბუჩქის” როლი ქონდეს. ფილმის რამდენიმე დაძაბული და მთავარი გმირისთვის მნიშვნელოვანი სცენა მხოლოდ მისი კადრებითაა დაფარული.ხორცით სავსე ოთახში წვერებიანი ჩასმული კაცი, რომელიც საოცრად მოქნილად ხმარობს იარაღს, სწორედ ქართველი მსახიობი დათო ბახტაძეა. მისი გმირი ყასაბია, რომელმაც ჯეიმს მაკევონის გმირს ბრძოლა უნდა ასწავლოს. გადაღებების დამთავრების შემდეგ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ დათო ბახტაძე კარტინგებზე დაპატიჟეს, ეს ისტორია მსახიობმა ერთ–ერთ ქართულ ტელე–შოუშიც მოყვა.
ანჯელინა ჯოლიმდე კი, 2004 წელს გადასაღებ მოედანზე პარტნიორობა არანაკლებ სელებრითის–სანდრა ბულოკს, გაუწია ფილმში “შეჯახება”. ქართველმა მსახიობმა აქაც ერთ–ერთი მთავარი როლი შეასრულა.
მალე დათო ბახტაძის მონაწილეობით კიდევ ერთი ჰოლივუდური ბლოკბასტერი გამოვა. ფილმში პარტნიორობას ის ემილი ჰირშსა და მაქს მინგელას (სოციალური ქსელი) უწევს. ფილმის გადაღებები უკვე დასრულებულია. არ ვიცი ქართველი მაყურებელი “ბნელ საათს” (ასე ქვია ახალ ფილმს) დიდ ეკრანებზე ნახავს თუ არა, მაგრამ დათო ბახტაძემ ერთ–ერთ ქართულ ტელეშოუში თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s