სანატრელი “ძია ოსკარი”

დაიწყო, დაიწყო ჩემი საყვარელი სეზონი. სიცივე კი არ მიყვარს, უბრალოდ დაჯილდოვებები, წითელი ხალიჩა, ბევრი ახალი და საინტერესო ფილმი, ახალი სახეები კინებმატოგრაფში, სელებრითები (ჩემი საყვარელი სიტყვა). მზიან ლოს ანჟელესში წითელი ხალიჩა წლის ამ პერიოდში, ვერავინ დაითვლის რამდენჯერ იშლება. მსახიობთა გილდიის დაჯილდოვება, კინოკრიტიკოსთა რჩეულის დასახელება, თავის რჩეულებს ტელემსახიობთა გილდიაც ასახელებს, მაგრამ რაც მთავარიაამ პერიოდში წლის ორი მთავარი კინომოვლენაა: “ოქროს გლობუსი” და ამერიკის კინოაკადეემის უმაღლესი დაჯილდოვება ანუ “ოსკარი”.

oscars
oscars

კოდაკის თეატრთან იშლება თუ იშლება წითელი ხალიჩა, მოდიან და მოდიან სელებრითები, წითელ ხალიჩაზე გზადაგზა პოტოობიექტივებისთვის პოზირებენ, ჰოლივუდურ პრესას ინტერვიუებს აძლევენ, ამ დროს არავის აინტერესებს მათი მონაწილეობით გადაღებული ფილმების კულტურული ღირებულება, ძირითადი სალაპარკო თემა აქ ტანსაცმელია. რომელ სახლოვან დიზაინერს მიანიჭა უპირატესობა ენ ჰეთვეიმ, რა ბრენდის ფეხსაცმელი ან კლატჩი აირჩია მეგან ფოქსმა.

ფილმები აქტუალური უკვე გლამურული წითელი ხალიჩის შემდეგ, დარბაზში ხდება.

2011 წელს საინტერესო ცერემონიალი გველოდება კინომანებს. ტომ ჰუპერის “მეფის სიტყვა” ამერიკის კინოაკადეემიამ 12 ნომინაციაში წარადგინა, გაიმეორებს თუ არა კოლინ ფგერტისა და ჰელენა ბონემ კარტერის ტანდემი “ტიტანიკისა” და “ბეჭდების მბრძანებლის” რეკორდს, ამას 27 თებერვალს “ABC”- ის პირდაპირ ეთერში გავიგებთ. კოლინ ფერტი ბრიტანეთის მონარქი ჯორჯ მეექვსეა, ლაპარაკის დეფექტის გამო მისი საჯარო გამოსვლები ვერც პატეთიკითა და ხალხის ოვაციებით დაიკვეხნის. ცოლის (ჰელენა ბონემ კარტერი) დაჟინებული თხოვნით ის ლოგოპედთან იწყებს ვარჯიშს და საბოლოოდ ფერტის გმირი ინგლისელების სრულ პატივისცემას იმსახურებს. კოლინ ფერტი თავისი ბრწყინვალე სამსახიობო მანერის გამო კინოაკადემიამ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წარადგინა. მისი კონკურენტები ჯეფ ბრიჯესი, ფილმისთვის “რკინის ტაცება”, სადაც ის მოხუცი შერიფის როლს თამაშობს, ჯეიმს ფრანკო ფილმით “127 საათი” დენი ბოილის მორიგი კინოპროვოკაცია, ხავიერ ბარდემი მექსიკური ფილმისთვის “ლამაზი” და ჯესი ეიზენბერგი მარკ ცუკერბერგის როლის შესრულებისთვის, მისთვის ეს ოსკარის პირველი ნომინაციაა.


ეთან და ჯოელ კოენების უახლესი ვესტერნი “რკინის ტაცება” ათ ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო ფილმი და ა.შ… მთავარი კონკურენეტბი წელს “რკინის ტაცება” და “მეფის სიტყვა” იქნებიან. საინტერესოა ვის დარჩება ოსკარის უფრო მეტი ქანდაკება.


ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ “ოქროს გლობუსის” ტრიუმფატორი “სოციალური ქსელი” ამერიკის კინოაკადემიამ ბევრ ნომინაციაში არ წარადგინა და დევიდ ფინჩერის დრამა წლევანდელი ოსკარის ფავორიტად სულაც არ ითვლება.

ქალის საუკეთესოდ შესრულებული როლის ნომინაციაში დიდი ბრძოლა იმართება, ერთამენთს ამერიკული კინოს გრანდები უპირისპირდებიან. ნატალია პორტმანი, ნიკოლ კიდმანი, მიშელ უილიამსი ყველაზე რეალური კანდიდატი და ოქროს ქანდაკების სავარაუდო მფლობელი ალბათ მაინც “შავი გედის” ვარსკვლავი ნატალი პორტმანია.

ჰოდა კიდევ ერთი ძალიან უსამართლოდ დაისაჯა წელს კრისტოფერ ნოლანის “დასაწყისი” და მისი ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო, ალბათ არავინ ელოდა წელს მას საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაცია არ შეხვდებოდა.
მოკლედ 27 თებერვალს მოუთმენლად ველოდებით. რომელი რეჟისორი და მსახიობები დაიმსახურებენ ძია “ოსკარის” ასე სანატრელ ოქროს ქანდაკებას. ცერემონიალს “ABC”- ის პირდაპირ ეთერში ჩემი საყვარელი მსახიობები ენ ჰეთვეი და ჯეიმს ფრანკო გაუძღვებიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s