ოქროს გლობუსის მოდა

“ოქროს გლობუსი” კინოსფეროში ცნობილია, როგორც მთავარი რეპეტიცია “ოსკარის” ცერემონიამდე, აქ გამარჯვებული ფილმები ამერიკის კინო აკადემიის დაჯილდოვებაზე უკვე მთავარ კანდიდატებად მოიაზრება. მაგრამ წითელ ხალიჩაზე შეკრებილი “სელებრითებისთვის” ეს კიდევ ერთი შანსია, წლის მთავარ კინომოვლენამდე კარგად გაიაზრონ რას ჩაიცმევენ და რომელი დიზაინერის კაბაში იბრწყინებენ ფოტოობიექტივებისთვის.

ცნობილია, რომ “ოქროს გლობუსზე” მსახიობების ჩაცმულობას ისე მკაცრად არ აფასებენ, როგორც “ოსკარის” ცერემონიაზე, მაგრამ 2011 წლის ცერემონიალის შემდეგ მინდა ჩემი აზრით 5 ყველაზე გემოვნებით ჩაცმული სელებრითი შემოგთავაზოთ

ბანალურია, მაგრამ სიის ჩამონათვალს ულამაზესი ანჯელინა ჯოლით დავიწყებ. წითელ ხალიჩაზე ფილმ “ტურისტის” ვარსკვლავი და საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინანტი ვერსაჩეს მწვანე კაბაში ბრწყინავდა. რობერტ პროკოფის სამკაულმა და ფერაგამოს ფეხსაცმელმა, მის გარეგნობას კიდევ უფრო მეტი გლამური მიანიჭა.
საერთოდ მწვანე ფერი ძალიან აქტუალური იყო წლევანდელი გლობუსების წითელ ხალიჩაზე. სწორედ მწვანე ფერს მიანიჭეს უპირატესობა: კეტრინ ზეტა ჯონსმა, “შავი გედის” ვარსკვლავმა მილა კუნისმა და ქლოე სევიგნიმ.

მართალია მისი სახელი არც ერთ ნომინაციაში არ მოხვდა, მაგრამ მსახიობი მეგან ფოქსი წითელი ხალიჩის ნამდვილ მშვენებად აღიარეს მოდის კრიტიკოსებმა. ამჯერად მან “ქალთევზას” იმიჯი მოირგო და პუბლიკის წინაშე “არმანი პრაივის” (რომლის სახეც, სწორედ მეგან ფოქსია) წარსდგა. მსახიობმა კაბას სვაროვსკის სამკაული, როჯერ ვივიერის კლატჩი და ბრაიან ატვუდის ღია ფეხსაცმელი მოარგო.

თავისუფალი სტილის კაბა შეარჩია “შავი გედის” მთავარი როლის შემსრულებელმა ნატალი პორტმანმა. ეს არცაა გასაკვირი, პორტმანი ორსულადაა და ყვავილებით გაწყობილი კაბა ამის დაფარვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. სტელა მაკარტნის ფეხსაცმელსა და ტიფანის სამკაულში გამოწყობილი პორტმანი წლევანდელი ოქროს გლობუსის ტრიუმფატორიც გახდა.

მბრწყინავი კაბები გლობუსების კიდევ ერთი აქტუალური ტენდენცია იყო. ჩემი ფავორიტი მსახიობი და ნომინანტი ფილმისთვის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” ენ ჰეთვეიც სწორედ ასეთი მბრწყინავი კაბით, მართლაც რომ ბრწყინავდა წითელ ხალიჩაზე. არმანი პრაივის კაბაში გამოწყობილი სელებრითი მალე “ოსკარის” ცერემონიალს წაიყვანს ჯეიმს ფრანკოსთან ერთად. აქსესუარები ენიმაც როჯერ ვივიერის კლატჩებიდან და ბრაიან ატვუდის ფესხასმელებიდან აირჩია, მეგან ფოქსის მსგავსად.

და ჩემი ბოლო ფავორიტი 2011 წლის ოქროს გლობუსზე, ევა ლონგორია. ზაკ პოზენის შავ კაბაში გამოწყობილმა მსახიობმა არჩევანი სერგიო როსის კლატჩასა და ნეილ ლეინის ბრილიანტებზე შეაჩერა არჩევანი, საბოლოო ჯამში ევა სადად, მაგრამ შთამბეჭადავად გამოიყურებოდა წითელ ხალიჩაზე.

3 thoughts on “ოქროს გლობუსის მოდა

  1. ლონგორიას და ქეთრინ ზეტა ჯონს სუფთად A ხარისხი მიანიჭეს, ჯოლი A-, პორტმანი თუ არ ვცდები ბ თუ დ მიანიჭეს არ მახსოვს

    კარგი პოსტია :****

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s