Tron, Legacy

tron legacy
tron legacy

ახალი სამი დე ფილმი ვნახე, “ტრონი, მემკვიდრეობა”. ფილმი, როგორც მოსალოდნელი იყო არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამას არც არავინ ელოდა, მაგრამ სპეცეფექტებმა და ტექნიკურმა გაფორმებამ ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. სამი დე ტექნოლოგიები, რასაც ნიშნავს მგონი უკვე ყველამ იცის, არც იმის შეხსენებაა საჭირო, რომ მსგავსი ტექნოლოგიით გადაღებული ფილმი სპეციალური სათვალით უნდა ნახოთ. ჰოდა ძველით ახალი წლის (აი ის ვითომ ახალი წელი რომ არის, ქართველებისთვის ქეიფის კიდევ ერთი საბაბი) შეხვედრა ორიგინალურად გადავწყვიტე და მეგობართან ერთად კინოში, “ტრონის” დახურულ ჩვენებაზე წავედი. რადგან დახურული ჩვენება იყო და თან ეტყობა სათვალეები ცოტა ხანი უხმარი ედოთ, ამიტომ ჯერ პოპკორნის ცხიმით არ იყო გაჭუჭყიანებული. თორემ მახსოვს “ავატარი”–ის სეანსის დაწყებამდე თხუთმეტი წუთი მარტო სათვალეს ვწმენდდი, რომ ეკრანზე რა ხდებოდა გამერჩია. მოკლედ სუფთა სათვალით დავიწყე ფილმ–ფანტასტიკის ყურება. პირველივე კადრებიდან ჩანდა, რომ რაც შინაარსობრივ მხარეს დააკლო რეჟისორმა, ის სპეცეფექტებზე მუშაობის ხარჯზე აუნაზღაურებია. სპეციალური განათება და სამი დე ეფექტი სრული რეალურობის ილუზიას გიქმნის მაყურებელს. ბატალური სცენების დროს ხომ ძალაუნებურად ფილმის უშუალო მონაწილე ხდები.ყოველი დაძაბული სცენის დროს ზუსტად ისევე გეშინია გამოქანებული იარაღი არ მოგხვდეს, როგორც ფილმის მოქმედ გმირებს. რეჟისორი გიბიძგებს თავად გახდე ერთ–ერთი “იზოტოპი” და კომპიუტერული თამაშის წესებში ჩაერთო. მსგავსი რეალურობის განცდა საქართველოში ნანახ არცერთ სამ დე ფილმზე არ მქონია. არ ვიცი ეკრანი შეცვალეს კინო “ამირანში” თუ ფილმების ხარისხი გაუმჯობესდა, ყოველშემთხვევაში “ავატარზეც” კი არ მქონია მსგავსი განცდა.

სპეცეფექტების გარდა აუცილებლად უნდა აღვნიშნო სამსახიობო ანსამბლი. ძალიან გამიხარდა, რომ ერთ–ერთ ეპიზოდურ როლში, მართალია ერთ წუთიან სცენაში, მაგრამ მაინც ჩემი საყვარელი მსახიობი კილიან მერფიც გამოჩნდა (არ ვიცი ესეთი ბუჩქის როლი როგორ აკადრეს “ინსეფშენის” ვარსკვლავს). ჯეფ ბრიჯესისა და ოლივია ვაილდის ტანდემი და დამწყები მსახიობი გარეტ ჰედლენდი, რომელმაც თავის ძალიან ცნობილ პარტნიორებს ფილმში ღირსეული მეტოქეობა გაუწია.
Tron
Tron

ჰო და კიდევ ერთი. იმედია ქართველები ოდესმე კინოში მოქცევის წესებს ისწავლიან. მაგალითად სეანსის დროს შუა დარბაზში, წინა რიგებიდან ვიღაცა ბიჭი ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ თურმე მოატყუეს და ხელში საშინელი ფილმი შერჩა. მეორე ბიჭი ასევე ძალიან ხმამაღლა არკვევდა–დარბაზში რამდენ ადამიანს ქონდა “მაგდანას ლურჯა” ნანახი. (“ტრონის” ყურების დროს თენგიზ აბულაძე რამ გაახსენა ძალიან მაინტერესებს:))
ვისაც ჯერ არ გინახავთ “ტრონი, მემკვიდრეობა” ჩემი მოკრძალებული რჩევაა წახვიდეთ კინოში, მოირგოთ საათნახევრით განსაკუთრებული სათვალე და სამი დე ტექნოლოგიების მაგიურ სამყაროში საათნახევრით მთელი ტავით გადაეშვათ. და კიდევ არ გაგიკვირდეთ, როდესაც შუა ფილმში ერთი სცენა ქართულ რეალობას მოგაგონებთ. ვირტუალურ სამყაროში სასადილო მაგიდის შუაში თავმომწონედ დევს ლანგარი შემწვარი გოჭით, აი ქართველებმა, რომ ვიცით ზუსტად ისეთი, თონიდან ახალამოღებულს, რომ გავს :))

tronlegacy-pig
tronlegacy-pig

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s