Coen Bro

True Grit
True Grit

როცა ინტერნეტში, პრესასა ან ტელევიზიაში ინფორმაცია ჩნდება, რომ ძმები, ჯოელ და ეთან კოენები ახალ ფილმს იღებენ,დარწმუნებული ვარ ყველა კინომოყვარულისთვის ნამდვილი ზეიმია. ყველა ელოდება რაიმე ახალს და გამორჩეულს, ყველსგან გამორჩეული რეჟისორებისგან, ორი ჰოლივუდური სტანდარტიდან სრულიად ამოვარდნილი, “ხულიგანი”, ებრაული წარმოშობის ამერიკელისგან, რომლებიც ყველაზე მაგრად აშარჟებენ, ყველაზე დიდი ირონიითა და სარკაზმით აჩვენებენ ამერიკას, მის ტრადიციებს, არქეტიპულ სახეებს (მაგალითად ამერიკის ნამდვილ სიმბოლოს შერფს). მაგრად დასცინიანთუნდაც იგივე თავის მოძმე ებრაელებს და მათ ტრადიციებს (მაგალითად მათი ერთ-ერთი ბოლო ფილმი “სერიოზული კაცი”). მხოლოდ კოენებს შეუძლიათ ძალიან დაძაბულ, სისხლიან დრამას, კომედია უწოდონ, მაგალითად ბევრმა არ იცის ალბათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, ყველაზე სისხლიანი ფილმი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაიყვანო საშინელებათა ჟანრის კატეგორიაში , “ფარგო” კომედიაა. იგივეა “მოხუცებსითვის არ არის ქვეყანა” -მანიაკი, რომელსაც მკვლელობისთვის ყველაზე უცნაური იარაღი აქვს, ახურავს სასაცილო პარიკი და ყველაზე უემოციოდ ხოცავს ყველას ვინც გზაზე გადაეღობება- ასევე კომედიაა.მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო მთელი ფილმი ვესტერნის ერთი დიდი პაროდიაა, რომელიც ძმებ კოენებს ძალიან კარგად გამოუვიდათ ვესტერნისთვის ტიპიური არქეტიპული ტიპაჟების შექმნით.


მერე ერთხელ კიდევ გაერთნენ და გადაიღეს ფილმი “სერიოზული კაცი”, იშაყირეს ებრაელებზე, მათ ტრადიციებზე, მთელ ფილმს ლაიტ მოტივად გასდევს ფრაზა “everything that happens to you, take it with simplicity” და ფილმის ამოსავალი წერტილიც, სწორედ ეს ფრაზაა. რაბინები, ტრადიციების მიმდევარი იუდეველები – ყველა ტიპაჟი ძალიან სასაცილოდ ყავთ დახატული, ერთნაირი ტანსაცმელი, ყველა სათვალეს ატარებს, ყველა პერსონაჟი კოენებისეული მწარე ირონიით არის შექმნილი და მათი მინესოტელი, ებრაელი მეზობელი გეგონება. მოკლედ ფილმი უნდა ნახოთ, თავისი “looser” მთავარი გმირით, მოღალატე ცოლით და მისი საყვარლით, ორი აბეზარი შვილით, ძალიან საინტერესო ოჯახი და ფილმის მტავარი თემით -მიიღე ყველაფერი მარტივად.

მოკლედ პოსტის წერა იმ ახალი ფილმის გამო დავიწყე, რომელიც უკვე დღე დღეზე უნდა გამოვიდეს, მგონი ამერიკაში უკვე შედგა კიდეც მისი პრემიერა. მოკლედ, როგორც კი “სერიოზული კაცი” გამოვიდა პრესაში უკვე გავრცელდა ინფრომაცია, რომე ჯოელი და ეთანი დროს არ კარგავაენ და უკვე დაიწყეს მუშაობა ახალ ფილმზე “True grit”.

“True grit” პირველად რეჟისორმა ჰენრი ჰეთვაიმ გადაიღო 1969-ში, კლასიკური ვესტერნის ეკრანაებზე გაცოხცლება ხელმეორედ უკვე კოენებმა გადაწყვიტეს. ჯერ მხოლოდ ტრეილერი ვნახე და უკვე იგრძნობა ხელწერა. ცივი, სისხლიანი ვესტერნი, რომელზეც რჟისორები მაინც გაიძახიან კომედიააო. ისევ ხანშიშესული შერიფი და მისი ახზალგარდა ასისტენტი- კანონისდამცველი (უკვე გავს ხომ “მოხუცებსითვის არ არის ქვეყანა”-ს) 14 წლის გოგონა, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის და მამის მკვლელს ეძებს. საინტერესოა როგორ ინტერპრერტაციას გაუკეთებენ ყველაზე არაორდინალური ამერიკელი რეჟისორები 70-იანი წლების ფილმს. ქასთი მართლა შთამბეჭდავია: ჯეფ ბრიჯესი-უკვე ცნობილია, როგორც კოენების ყველაზე საყვარელი მსახიობი. სტივი ბუშემისთან და ჯონ გუდმანთან ერთად ის მათ ძალიან ბევრ ფილმში მონაწილეობს, ყველაზე გამორჩეული ალბათ “დიდი ლებოვსკია”, მეთ დეიმონი-მასთან კოენები პირველად თანამშრომლობენ, ვანხოთ გაგრძელდება თუ არა მათი ტანდემი მომავალშიც, ჯოშ ბრიოლინი-უკვე მეორე ფილმში იწვევნ მას, პირველად ბროლინმა “მოხუცებსითვის არ არის ქვეყანა”-ში ითამაშა და თან ძალიან წარმატებულადაც, მაშინ მეორე ხარისხოვანი როლისთვის “ოსკარზეც” წარადგინეს, მართალია გამარჯვება მის კოლეგას ამავე ფილმიდან, ხავიერ ბარდემს დარჩა, მაგრამ პუბლიკამ ბრიოლინი გაიცნო და მას შემდეგ შემოთავაზებებმაც სხვადასხვა რეჟისორისგან ერთი ორად მოიმატა, და ფილმის ყველაზე პატარა მსახიობი -14 წლის ჰეილი სტენფილდი, რომელიც ხანგრძლივი კასტინგების შემდეგ აირჩიეს რეჟისორებმა.

მოკლედ საქართველოშიც ველოდებით “True grit”-ის ეკრანებზე გამოჩენას. საინეტერსოა ამჯერად რას ან ვის დასცინეს მთელ მსოფლიოში ყველაზე სარკასტულმა რეჟისორებმა.

coen brothers
coen brothers

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s