სუპერ “ბრავო”

ფინალისტები
ფინალისტები

რითია ეს კვირა გამორჩეული, პირველ რიგში ალბათ იმით, რომ უკვე 2011-ედ მოდის ახალი წელი, ამის გარდა კიდევ იმით, რომ ამ კვირააში, კერძოდ ოთხშაბათს (მიყვარს ეს დღე) ანუ 29 დეკემბერს “რუსთავი”-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ანუ მეგა შოუს “ბრავოს” პირველი სეზონის სუპერფინალია. სულ ათი შოუ, ათი მომღერალი და მათი ათი ლობისტიც, თავად მაყურებელმა აირჩია. სრული იმპროვიზაცია და ნამდვილი სანახაობა “ბრავოს” სცენაზე “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, მეგა შოუ თავისი არსებობის პირველ სეზონს ხურავს, “ბრავოს” გამარჯვებულს ხალხის სიმპატიასთან ერთად სპეციალურად საუკეთესოსთვის დაწესებული პრიზი, ავტომობილი “ჰიუნდაი” შეხვდება.

შოუს ბოლო რამოდენიმე გადაცემისადანაც თავისუფლად შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ “ბრავოს” გამოტოვება არ შეიძლება. ეს არის შოუ, რომელზეც მეორე დღეს ყველაგან ლაპარაკობენ. შოუ რომელიც ყოველჯერზე უფრო საინტერესო და ყურებადი ხდება. “ბრავო”, იმითაც არის საინტერესო, რომ არცერთი სხვა უცხოური გადაცემის ანალოგი არ არის და ეროვნული, ქართული წარმოებისაა. ბევრი სკეპტიკოსი, რომელიც ამბობდა, რომ ქართველებს არ შუძლიათ თვითმყოფადი ნაწარმის შექმნა, ეხლა უკვე ჩუმად არის და თვითონაც სიამოვნებით უყურებს “რუსთავი 2”-ს ყოველ ოთხშაბათს საღამოს 22:00-ზე:))

bravo:))
bravo:))

ვის ეტყვის მაყურებელი ყველაზე მეტ “ბრავოს” და ვინ გახდება მეგა შოუს რჩეული ამას თქვენ თავად წყვეტთ, ამჯერად არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო რთულია, ორის ნაცვლად, საუკეთესო უკვე ათი კონკურსანტისაგან უნდა აირჩიოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s