Things that impressed in 2010

მთავრდება 2010 წელი და რა იყო კულტურაში გამორჩეული, აღსანიშნავი და საინტერესო. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საქართველოში კინოინდუსტრიამ, მთლად გაიღვიძაო ვერ ვიტყვით (პირველ რიგში იმიტომ, რომ არც გვქონია და რა დაიძინებდა, მეორეც ისეთი არაფერი მომხდარა ასეთი ხმამაღალი განცხადებით რომ გამოვიდე), მაგრამ ცოტა ამოძრავდა. ჰოლივუდი მიხვდა, რომ საქარათველო ფილმის გადასაღებ მოენადაა შექმნილი, იდეალური გარემო ნებისმიერი კინო რეჟისორისთვის, ზღვა გინდა არის, მთა გინდა ეგეც რამდენიც გინდა. მერე ეს ქართველები ხო უცხოელ სტუმრებს ზედ გადაყვებიან ხოლმე, მოკლედ მიხვდნენ უცხოელი პორდიუსერები და კინომწარმოებლები პატარა ქვეყნის მოკრძალებულ ხიბლს და ჯერ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გამოეშურნენ საქართველოსკენ.

რენი ჰარლინი მათ შორის პირველი იყო, თუმცა ის საქართველოს თვალწარმატაცმა ხედებმა კი არა საქართველოს ბოლო დროინდელმა ისტორიამ უფრო მოხიბლა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ჩამოვიდა და თან ისეთი მოძველებული, მაგრამ მაინც სელებრითები გამოიყოლა, როგორიცაა ენდი გარსია, ველ კილმერი. და არა მხოლოდ მოძველებული, რა დამავიწყებს კირა ნაითლისა და მისი ბოიფრენდის ქართულ თავგადასავალს (ხან სად ვუსფარდებოდი ხან სად, რომ მათთვის ერთი კადრი მაინც გადაგვეღო). ჩამოვიდნენ, აქ ერთი თვე გაჩერდნენ, გადაღებები თითქმის მთელ საქართველოში ქონდათ. ფილმი უკვე მზად არის, მაგრამ რატომღაც ფართო მასებს ის ჯერ არ უნახავთ. მარტშიო გვპირდებიან, ვნახოთ რა რეზულტატს დადებს “კერკეტი კაკლის” რეჟისორი.

ჩემი ამ წელს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ყველაზე დიდი სიახლოვე ჰოლივუდთან (პირდაპირი და ირიბი გაგებით) გაელ გარსია ბერნალი იყო. სამწუხაროდ საქართველოში ეს სახელი და გვარი ბევრს არავის არაფერს აძლევს, მაგალითად როცა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი აღფრთოვანებული ვყვებოდი-“იცით მე და ჩემმა ოპერატორმა, გიორგი ცანავამ, ვინ გადავიღეთ თან ჩუმად და თან ექსკლუზიურად თვით გაელ გარსია ბერნალი”- შედეგად არაფრის მთქმელი და უემოციო სახე მხვდებოდა კითხვით ეგ ვინღაა. “ეგ ვინღაა”-მექსიკელი ვარსკვლავია, რომელსაც არამარტო ევროპა, არამედ ჰოლივუდიც აღიარებს, აქვს მთავარი პრიზები ბერლინის კინოფესტივალზე, კანში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოში რეჟისორმა ჯულია ლოკტევმა ჩამოიყვანა (მეც არ ვიცი რა აქვს გადაღებული), გამიკვირდა, როგორ დაითანხმეს ამხელა სელებრითი საქართველოში ჩამოსვლაზე, მით უმეტეს მაშინ როცა ვნახე ყაზბეგში რა პირობებში უწევდა მექსიკელ ვარსკვლავს, პედრო ალმოდივარის მუზას ცხოვრება. მაგრამ მასთან უშუალო კონტაქტის შემდეგ გასაგები გახდა, რომ გაელს არ აწუხებს ჰოლივუდისეული ვარსკვალავური სენი, უშუალო და მხიარულია, იმდენად კონტაქტური,რომ ყაზბეგელებმა, (რომელთაც წარმოდგენა არ ქონდათ ვინ იყო ეს სიმპატიური ცისფერთაველბა ბიჭი, :თვალებშიგულებიდამეხატა:) სიყვარულით “მხეცაი” შეარქვეს და ისიც ყოველ დაძახებაზე “ვინ არის ჩვენი მხეცაი” სიამაყით პასუხობდა “მე”-ო. გაელი საქართველოში თვეზე მეტი დარჩა. ამასობაში მის “ტვიტერზე” თითქმის ყოველდღე ჩნდებოდა მისი ახალი ტავგადასავალი, წერდა, რომ ჭამა ხინკალი ან ყაზბეგის სილამაზეზე უყვებოდა მის სხვა ვარსკვლავ მეგობრებს. ფილმი, რომელიც ჯულია ლოკტევმა გადაიღო ეკრანებზე, როდის გამოვა არავინ იცის. ტურისტისა და მისი შეყვარებულის მოგზაურობას კავკასიის მთებში რეჟისორმა “მარტოსული პლანეტა” უწოდა.

gaelis avtografi
gaelis avtografi

გაელი ყაზბეგში
გაელი ყაზბეგში

კულტურის სხვა სფეროები იხილეთ ჩემს შემდეგ პოსტებში:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s