ვერნერ ჰერცოგის ქართული კინომუსიკა

ეს კადრებია ფილმიდან “ნოსფერატუ, ვამპირი”. გერმანელმა რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა ის 1979 წელს გადაიღო. პირველად, სწორედ მაშინ მოისმინა ქართული კულტურისა და ფოლკლორის ნამდვილი საგანძური “წინწყარო”, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი მღეროდა, მოისმინა და მიხვდა, რომ მის ფილმისთვის უფრო მეტი ექსპრესია, რომ მიენიჭებინა, კიდევ უფრო გროტესკული, რომ გაეხადა ბრამ სტოკერის ცნობილი მოთხრობის ეკრანიზაცია თავისი ინტერპრეტაციით, სწორედ ეს მუსიკა სჭირდებოდა. მიხვდა და გამოიყენა კიდეც, თუმცა არა გონაშვილსეული ვერსია, “ნოსფერატუსთვის” მაშინ ფოლკლორულმა ანსამბლმა “გორდელამ” საკუთარი ინტერპრეტაციით იმღერა. “წინწყარო” ფილმის საუნდტრეკად იქცა. ჰერცოგი ამბობს: რომ მუსიკა ერთ-ერთია, იმ რამდენიმე კომპონენტს შორის, რომელიც ემოციას ბადებს, რეჟისორი ფქირობს, რომ კადრი მუსიკის გარეშე არაფერს წარმოადგენს.

klaus kinski as court Dracula
klaus kinski as court Dracula

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ “წინწყარო” ქეით ბუშმა გამოიყენა თავის უკვე ჰიტად ქცეულ სიმღერაში “Hello earth” 1985 წლის ალბომიდან “hounds of love”.

ჰერზოგისა და ქართული მუსიკის ამბავია მხოლოდ ერთი ფილმით არ შემოიფარგლა. 2007 წელს მას შემდეგ, რაც ჰერცოგმა დოკუმნტური ფილმების გადაღება აქტიურად დაიწყო, ქართული ფოლკლორი მის კიდევ ერთ ფილმში გაჩნდა. “Encounters at the end of the world”-ასე ქვია სამხრეთ პოლუსზე გადაღებულ ფილმს, ექსპედიციის ცხოვრებას და სამცენიერო კვლევებს ანტარქტიდაზე. ამჯერად ჰერცოგმა არჩევანი “ოროველაზე” შეაჩერა. თელავის მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებული ფოლკი მთელ ფილმს ლაიტმოტივად გასდევს.

რატომ ირჩევს ან პირველად სად მოისმინა ქართული მუსიკა ეს მხოლოდ ჰერცოგმა იცის. 70 წლის მეამბოხე რეჟისორი ისევ აქტიურ კინემატოგრაფშია, ისევ იღებს მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს და ალბათობაც იმისა, რომ ქართულ მუსიკას ისევ გამოიყენებს თავის შემოქმედებაში დიდი რჩება.

werner herzog
werner herzog

One thought on “ვერნერ ჰერცოგის ქართული კინომუსიკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s