რუსა vs ვანიკო, ბრძოლა წესების გარეშე

”ბრავოს” ფინასლიტთა ათეული შედგა, ერთადერთი ცარიელი ადგილი სუპერფინალში უკვე დაკავებულია. ბორის ბედია მიცემული მეორე შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და შედეგად საკუთარი დის კონკურენტი იქნება შოუს სუპერფინალში. თითოულმა მომრერალმა “ბრავოს” მაყურებლისთვის სამ სამი სიმღერა შეასრულა.

თუმცა გადაცემაში მომღერლების ძალიან საინტერესო და კარგი პერფორმანსები მაინც არ იყო მთავარი. ლობისტები და მათი დამხმარეები -აი რა იყო “ბრავოს” მეათე გადაცემაში ყველაზე საინტერესო. ნამდვილი შოუ, სრულიად არაპროგონოზირებადი მონაწილეები- შედეგად ძალიან მხიარული გადაცემა და საახალწლო განწყობა. რუსას ძალიან უხდებოდა “სნეგუროჩკას” ფორმა, რომლითაც ის თავისი კანდიდატურის მხარდასაჭერად ბანერებს აკრავდა თბილისის ქუჩებში, ვანიკო და მისი “სნეგურაჩკები” კი ფლაერებს ერთ-ერთ საახალწლო სოფელში არიგებდნენ და ყველა მოუწოდებდნენ დაერეკათ 90602 ზე. მოკლედ “ბრავოს” შეხმატკბილებული წამყვანების წყვილი ერთი დღის ნამდვილ კონკურენტებად იქცნენ, ერთმანეთის მიმართ არც “ტკბილ” სიტყვებს იშურებდნენ. ნამდვილი დუელი არც მომღელების გამოსვლისას წყდებოდა.

რუსას თავისი ლობისტის ფუნქციების შესრულებაში გეგა ფალავანდიშვილი და დათო ლაბაძე ეხმარებოდნენ. ილუზიონისტური ნომერიც, სწორედ მათი დახმარებით გააკეთა და საკმაოდ შთამბეჭდავიც აღმოჩნდა. ისინი ბორის ბედიას ლობირებდნენ.
ნიჭიერის წამყვანები-თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი ერთი დღით ისევ გაერთიანდნენ, ამჯერად უკვე “ბრავოსთვის” და ნოდიკო ტატიშვილის მხარდასაჭერად. ვანიკომ “ნიჭიერი” გაიხსენა და დასახმარებლად ილუზიონისტ დავით რობაქიძეს მიმართა.

რუსამაც და ვანიკომაც შოუს მესამე ნაწილში სუხიშვილების მომღერლებთან ერთად იცეკვეს და დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.
საბოლოოდ კი ხალხის ხმათა უმრავლესობა, 55.8 პროცენტი ბორის ბედიას ხვდა, კარუზოსა და მერკურის უნაკლოდ შესრულებისთვის.
შოუს ასეთი შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ თიკა და ვანიკო, გადაცემის დამთავრების შემდეგ ორივე საკუთარ თავს ადანაშაულებდა ნოდიკოს წარუმატებლობაში, აი ლობისტთა მეორე მხარე კი ნამდვილად კარ ხასიათზე იყო. რუსა ჩაჩუა ამბობდა, რომ ორ დღიანი გადაბმული რეპეტიციები, თოკით დაბმა და ცეკვის შესწავლა ამ გრძნობად ნამდვილად ღირდა.
“ბრავოს” პირველი სეზონის გამარჯევებული უკვე შემდეგ ოთხშაბათს გაირკვევა. 10 საუკეთესოად ვინ დაიმსახურებს ყველაზე მეტ ხმას, ხალხის სიმპატიას და მეგა შოუს გამარჯვებულის ტიტულს ამას თავად მაყურებელი გადაწყვეტს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s