ერთი შანსი ორისათვის, ბრავო მე-10 ფინასლიტს ირჩვეს

ბორის ბედია და ნოდიკო ტატიშვილი. ჯეოსტარელები ერთმანეთს “ბრავოს” პირდაპირ ეთერში დაუპისრისპირდებიან. შოუს ავტორებმა ჯერ კიდევ ”ნიჭიერში” აპრობირებულ ხერხს მიმართეს, ”ბრავოს” სუპერფინალში მეათე საგზურისთვის ორ მომღერალს კიდევ ერთი შანსი მისცეს. ნოდიკო ტატიშვილი “ბრავოს” რიგით მეხუთე გადაცემაში თავის ლობისტთან ანრი ჯოხაძესთან ერთად ყველაზე დემოკრატ იუმორისტს, ვანო ჯავახიშვილსა და ნიჭიერის გამარჯვებულს, ლევან შავაძეს დაუპირისპირდა. ლობისტის მონდომებისა და მისი არაჩვეულებრივი ნამღერის მიუხედავად “ჯეოსტარი 2009” მაინც დამარცხდა.

ბორის ბედია კი შოუს მესამე გადაცემაში მანიკა ასათიანთან ერთად მღეროდა. მათ ლობირებას ქრისტინე იმედაძე უწევდათ, მაშინ ბორისი ჯეოსტარელმა თამუნა მიქელაძემ დაამარცხა, რომელსაც ჭოლა (ლევან წულაძე) ლობირებდა.

შოუს წამყვანები რუსა ჩაჩუა და ვანიკო თარხნიშვილი გაუწეევენ ამჯერად ლობისტის ამპლუას მოირგებენ. სპეციალურად შოუსთვის მათ წამყვანის ადგილი “რუსთავი 2”-ის შოუების ყველაზე ცნობილ სახეს, დუტა სხირტლაძეს დაუთმეს. როგორ მოირგებს “ბრავოს” სცენას დუტა და რა ნომრებს შეასრულებს წამყვანთა ტანდემი მეგაშოუში, ამას მაყურებელი უკვე ხვალ “რუსთავი 2”-ის პრაიმ-ტაიმში ნახავს.

რუსა და ვანიკო:))
რუსა და ვანიკო:))

ვის გაუმართლებს ამჯერად და ვინ იმღერებს ბრავოს სუპერფინალში ამას თვით მაყურებელი უკვე ხვალ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაწყვეტს.

One thought on “ერთი შანსი ორისათვის, ბრავო მე-10 ფინასლიტს ირჩვეს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s