Farewells

იმაზე წერა, რომ ლარი სულ მალე დაგვემშვიდობებოდა, ტაბოიდებმა უკვე ზაფხულიდან დაიწყეს. 77 წლის არის, მიჰყავდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შოუ CNN-ზე, მანამდე ნაციონალურ რადიოში, სტუმრების სია შთამბეჭდავი, აღარ დავიწყებ ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების ჩამოთვლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბოლო გადაცემაში ის ბარაკ ობამამ გააცილა.

oprah
oprah

farewell seasons -ახალი სატელევიზო სეზონი ამერიკაში ტელევიზიის ორი გრანდის გაცილებით დაიწყო, ტაბლიოდებმა ჯერ ოფრა უინფრის წასვლაზე დაწერეს. გამოსამშვიდობებელი სეზონის პირველ გადაცემაში ოფრამ თავის მაყურებელს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. “ვფიქრობდი გამეკეთებინა რაიმე დიდი, ნამდვილად გრანდიოზული და გადავწყვიტე- ჩემი გადაცემის მთელი აუდიტორია მივდივართ ავსტრალიაში” ამ სიტყვებით დაიწყო ოფრამ თავისი შოუ. აუდიტორიის ნამდვილი შოკი კი დარბაზში თვითმფრინავის და მისი კაპიტნის ჯონ ტრავოლტას გამოჩენა იყო. “ყოველჯერზე ისე ვგრძნობ ტავს თითქოს ოჯახში მოვდივარ” ასე მიმართა ჯონ ტრავოლტამ შოუს მასპინძელს.

ოფრას 25 წლიან ტელეკარიერას სპეციალური სიმღერა მიუძღვნა პოლ საიმონსმაც, სპეციალურად მისთვის პირდაპირ ეთერში შეასრულა ახალი სიმღერა, ოპრამაც თავი ვერ შეიკავა და მისი ცრემლები, რომლითაც ის თავის ტელეწამყვანის კარიერასაც ემშვიდობებოდა, მსფოლიოს 42 ქვეყანაში, პირდაპირ ეთერში, 15 მილიონმა მაყურებელმა ნახა.

მთლად არ გამოემშვიდობა, მაგრამ BBC ABC-ში გაცვალა კრისტიან ამანპურმა. ჟურნალისტურ კვლევა ძიებას კომერცია და “Good Morning America” არჩია.

რაღაც ძალიან ბევრი farewell არის ერთი წლისთვის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s