ექსტრიმი vs ქალური შარმი

მომხიბლელი ტელეწამყვანები სპორტსმენისა და სპორტული კომენტატორის წინააღმდეგ, შოუს მოკლეხნიან, ისტორიის მანძილზე რუსთავი 2-ის მაყურებელმა , როგორც შოუს ავტორები ამბობენ ყველაზე მხიარული, ექსტრემალური და არაპროგნოზირებადი “ბრავო” იხილა.სრული ომპროვიაზცია და სპონატნურობა, შოუში ორი გუნდი და ამჯერად თითოულზე ლობისტიც ორი. ოთხი სხვადასხვა დროის ჯეოსტარელი “რუსთავი 2”-მა მაყურებელს კიდევ ერთხელს შეახსენა.
ბრავოს მერვე გადაცემას ტრადიციულად ხუთკაციანი ჟიური აფასებდა, მთელი გადაცემის მანძილზე წევრებმა მხოლოდ სამი ცხრიანი დაწერეს, ჟიურიში ერთ-ერთმა ლობისტმა ნანკა კალატოზიშვილმა ეკრანული მამაც აღმოაჩინა, კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინის სახით.
იმედის სახეები თიკო სადუნიშვილი და ნანკა კალატოზიშვილი სოფო ბედიასა და გურამ პაპუაშვილს ლობირებდნენ. საკუთარი ჯგუფისთვის გამარჯვება და ხალხის ხმების უმრავლესობა, რომ მოეპოვებინათ თავი ნამდვილად არ დაზოგეს: ხმის ჩამწერს სტუდიაში თიკომ ძველი საქმიანობა გაიხსენა, მან და ნანკამ “ჩიკაგოს” ცნობილი ჰიტი “all that jazz” ჩაწერეს და მეტიც, “ბრავოს” პირდაპირ ეთერში რობ მარშალის კინოფილმიდან ცნობილი სცენაც გაითამაშეს, თიკო და ნანკა ერთი დღით მე-20 საუკუნის განგსტერ ქალებად-ტელმად და როქსიდ იქცნენ. უჩვეულო პლასტიკა, გოგოების სილამაზე, ამას დამატებული ჟიურის რჩეული სოფო ბედიას უბადლოდ შესრულებული ადაჯიო და შედეგად საგზური “ბრავოს” სუპერფინალში. სოფო ბედიამ მაყურებლის ხმების 50.1 პროცენტი დააგროვა.

ყოფილ ჯეოსტარელებს ვაჟა მანიასა და გიორგი მახარაშვილს ლობირებას ჩვენი არხის ანუ “რუსთავი 2”-ის სპორტულ კომენტატორი, სპორტსმენების გვარების ყველაზე “ზუსტი” მცოდნე, 9 საათიან კურიერის ყველაზე მხიარული და ენამოსწრებული წამყვანი( წამყვანები თუ იცინიან და შემდეგ ნიუსს ვერ კითხულობენ ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა), დიმიტრი ობოლაძე და კალათბურთელი გიორგი მარკოიშვილი უწევდნენ. ვანიკომ (შოუს წამყვანი) “ცნობილი მიზეზების” გამო საკუთარი გუნდის წევრების გამოცხადება გიორგი მარკოიშვილს გადააბარა. მათი გუნდიდან მაყურებლის და ხუთკაციანი ჟიურის წინაშე პირველმა გიორგი მახარაშვილმა იმღერა, მეორე გუნდის ლობისტებმა დრო არც ვაჟა მანიას პერფორმანსის დროს დაკარგეს, და საკუთარი გუნდის ნომრიანი ტრანსფარანტებით ბრავოს სცენაზე ნამდვილი სანახაობა მოაწყეს, თიკას და ნანკას მომხიბვლელობას ვერც კონკურენტმა ლობისტებმა გაუძლეს და ვაჟას სიმღერამ ბრავოს სცენაზე მოცეკვავე ლობისტების თანხლებით ჩაიარა.

კონკურენეტების შარმისგან განსხვავებით მამაკაცმა ლობისტებმა კრამიტებსა და სხეულზე ფიცრების გადამტვრევას მოთმინებით გაუძლეს. ურთულესი და ყველაზე ექსტრემალური ნომრის შესრულებაში მათ ნიჭიერის პირველის სეზონის ნახევარფინალისტი კორნელი მაისაშვილი ეხმარებოდათ, საღამო ლობისტებისთვის სერიოზული ტრავმების გარეშე ჩიარა.
შოუს მეცხრე ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია, მეათეს გამოსავლენად შოუს ავტორებმა ჯერ კიდევ ნიჭიერში აპრობირებულ ხერხს მიმართეს და გადაწყვიტეს შანსი წინაგადაცემების 2 მონაწილესთვის მიეცათ. შემდეგ ოთხშაბათს ბრავოს ისევ დაბრუნდება ამჯერად არა ახალი არამედ ორი უკვე კარგად ნაცნობი მონაწილეთი და ლობისტით. ვინ მიიღებს მეათე საგზურს “ბრავოს” სუპერფინალში ამას მაყურებელი თვითონ გადაწყვეტს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s