Golden Globe 2011

ყოველწელს  ამერიკული ტელე და კინო საზოგადოება “ოსკარების” ცერემონიის მთავარ რეპეტიციას გადის, ვარსკვლავები, ეგრეთწოდებული “სელებრითები”, რეჟისორები, პროდიუსერები წლის მთავრ კინომოვლენამდე  “პრაგონს” გადიან და ლოს ანჟელესში, ტრადიციულად  წითელ ხალიჩაზე იკრიბებიან. გამარჯვებული ფილმებისა და მსახიობების მიხედვით კინომოყვარულებისთვის უკვე ცნობილია, ვინ აიღებს იმ წელს “ძია ოსკარის” ბევრისთვის ასე სანატრელ ფიგურას თებერვლის ბოლოს, ისევ ლოს ანჟელესში, ამჯერად უკვე კოდაკის თეტარში.

2010 წლის 14 დეკემბერს “ოქროს გლობუსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნომინატების სრული სია გამოქვეყნდა. ძნელია გამოარჩიო ფილმი, რომელსაც უფრო მეტი ნომინაცია ხვდა. საუკეთესო ფილმის წოდებისთვის წელს ერთმანეთს “დასაწყისი”, “შავი გედი”, “მებრძოლი”, “მეფის სიტყვა” და”სოციალური ქსელი” ეჯიბრებიან.  წლის საუკეთესო რეჟისორის სტატუსისთვის კი დარენ არონოვსკი (შავი გედი) კრისტოფერ ნოლანი (დასაწყისი)  დევის რასელი და ტომ ჰუპერი იბრძვიან. ოქროს ქანდაკების მოპოვება უნდა დეივიდ ფინჩერსაც არც თუ ისე წარმატებული ფილმისთვის “სოციალური ქსელი”.

ანეტ ბენინგი, ანჯელინა ჯოლი, ენ ჰეთვეი და ემა სტოუნი- ჟიურის მათ შორის არჩევანის გაკეთება ნამდვილად გაუჭირდება. ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები საუკეთესო ქალი მსახიობის წოდებისთვის იბრძვიან. ოქროს გლობუსის აღების შემთხვევაში შანსები იმისა, რომ ოსკარის ტრიუმფატორიც გახდება ერთი ორად იზრდება.

წელს პირველობა არავის დაუთმო  “ეიჩ-ბი-ო”-მ და მთლიანობაში სულ 12 ნომინაცია მოაგროვა სერიალებისთვის “Boardwalk Empire”, The Pacific” “Hung”, მხოლოდ სამი ნომინაცია მოიპოვა წლის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და რამდენიმე ემის მფლობელმა სერიალმა “Mad men”.საუკეთესო სერიალების სიაში ვერ მოხვდა ემის ტრიუმპატორი სატელევიზიო შოუ “breaking bad”.

საუკეთესო მსახიობებს, ფილმებოქროს გლობუსი 2011ს, ტელესერიალებსა და რეჟისორებს ოქროს გლობუსის 2011 წლის დაჯილდოვება ოსკარებამდე ერთი თვით ადრე, 17 იანვარს უმასპინძლებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s