Vampire Weekend

რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ზე “ემ-თი-ვი”-ს მუსიკალურ დაჯილდოვებას ვუყურებდი, პარალელურ რეჟიმში მეგობართან თინისთან ფეისბუქში თინის ვოლზე აქტიური მიმოწერა გვქონდა, განვიხილავდით თითოეულ ნომინანტს, თითოეულ პერფორმანსს, წამყვანს , მის ჩაცმულობას და თმის ვარცხნილობას და ა.შ. საინტერესო და ახალი არც შემსრულებელი და არც ჯგუფი გამოჩენილა, მანამ სანამ საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფის  ნომინაციამზე არ მივიდა საქმე. აქ უკვე ერთი ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობი, მაგრამ საინტერესო ჯგუფი “vampire weekend” დასახელდა. Youtube-ში ჯგუფის მთელ შემოქმედებას გავეცანი და ცუდი ნამდვილად არ არის. ძნელია განსაზღვრო ჯანრი, ეს რარაც ახალია, ახალი ტალღა ინდი როკში. ბენდი ჯერ ძალიან პატარაა, 2006 წელს ნიუ-იორკში 4 ახალგაზრდამ საკუთარი ბენდის შექმნა გადაწყვიტა და პირველი ალბომიც ჩაწერა, სახელად “Vampire Weekend” დებიური წარმატებული აღმოჩნდა. მათი სიმრერები ემ-თი-ვი ზეც დატრიალდა და ორ წლიანი პაუზის შემდეგ მეორე ალბომზე “Contra” ზე დაიწყეს მუშაობა. ალბომში ერთ-ერთი და ალბათ მათ შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული მუსიკალური ვიდეო R.E.M-თან მუშაობით ცნობილმა რეჟისორმა გადაიღო. კარგი ფაბულისა და სიმღერის გარდა, კლიპი ამერიკულმა პუბლიკამ მალე აიტაცა. კლიპში ჯო ჯონასი, ჯეიკ ჯილენჰოლი, დაფთ პანქი თამაშობენ.

vampire-weekend
vampire weekend

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჯგუფი საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანმა იცის, მაშინ როცა მსოფლიოში ასე პოპულარულია.

 

 

One thought on “Vampire Weekend

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s